რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
რა ხდება: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ტრისტან ბენაშვილის მიერ, 2023 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2022 წელს მამისგან 60 000 ლარი მიიღო საჩუქრად.
- მისმა ცოლმა, რუსუდან ძმანაშვილმა კი, ძმისგან საჩუქრად მიიღო 30 000 ლარი.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა დეკლარაციაში დაწერა ისიც, რომ 3 000 ლარი აჩუქეს ბებია-ბაბუამ მის შვილს.
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, მათ შორის, ტრისტან ბენაშვილის კეთილსინდისიერება, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, უნდა გადამოწმდეს.
- "კეთილსინდისიერების შემოწმების ერთი, ძალიან დიდი ნაწილი ფინანსური კომპონენტია, რომელიც სწორედ აი, ასეთი ტრანზაქციების შესწავლას გულისხმობს", — უთხრა On.ge-ს გია გვილავამ, ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა.
რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 2023 წლის 14 დეკემბრიდან, რაც საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, მიმდინარე, 2024 წელს განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემაში.
ევროკავშირის პირობების თანახმად, მართლმსაჯულების სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად საჭიროა კეთილსინდისიერების შემოწმება უფრო საფუძვლიანად და სისტემატურად, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე.
ვის შემოწმებაზეა საუბარი: არა საქართველოს ყველა მოსამართლის, არამედ, დაახლოებით, 60 პირის, რომლებსაც წამყვანი პოზიციები უკავიათ სასამართლო სისტემაში.
კონკრეტულად, შესამოწმებელ პირთა შორის არიან
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები;
- და სასამართლოების თავმჯდომარეები.
გაიგე მეტი: სია — სავარაუდოდ, ვის შეეხება კეთილსინდისიერების შემოწმება
ტრისტან ბენაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია და დაკავშირებულია აშშ-ის მიერ სანქცირებულ გავლენიან მოსამართლეებთან — სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში, მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან ერთად.
კონტექსტი: კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგ არიან მიმართული მხოლოდ მმართველი პარტია ქართული ოცნება და სასამართლო სისტემის გავლენიანი პირები.
- მათ რიგშია საქართველოს უზენაესი სასამართლოც, რომელმაც 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში "შეშფოთება" გამოთქვა და განაცხადა, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლოსა და მოსამართლეების დამოუკიდებლობას ლახავს.
კომენტარი: "კეთილსინდისიერების შემოწმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია შემოსავლები და იმ ხალხის ქონება, რომლებიც არა მხოლოდ მოსამართლეები არიან, ზოგადად, სასამართლო სისტემასთან არიან კავშირში და იუსტიციის საბჭოს წევრობა არის მაღალი თანამდებობა — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი მართლმსაჯულების სისტემაში და ბუნებრივია, რომ საბჭოს წევრების მიმართ არის ინტერესი, რომ მათი ფინანსური დეკლარაციები გადამოწმდეს", — ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროექტის მენეჯერი, გია გვილავა.
გვილავა სამართლის სპეციალისტია და სხვა პროგრამებთან ერთად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამასაც ხელმძღვანელობს.
ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რამდენიმე ვალდებულება გვაქვს შესასრულებელი და ერთ-ერთი კეთილსინდისიერების გადამოწმებაა: "აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ზუსტადაც ამ ხალხის დეკლარაციები, საბჭოს როგორც მოსამართლე, ასევე, არამოსამართლე წევრების დეკლარაციები", — გვითხრა მან.
გვილავა აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ, ტრისტან ბენაშვილის შემთხვევაში, კითხვა საჩუქრის სახით მიღებულ 60 000 ლარზე ჩნდება.
ჩვენ არ ვიცით, რა დგას ამის მიღმა, რეალურად, ჰქონდა თუ არა შესაბამისი ფინანსური საშუალება მჩუქებელს
— ამბობს და განმარტავს, რომ ჩუქება, თავისთავად არ არის კანონდარღვევა, "მაგრამ ასეთი ტიპის გარიგებებს აქვს თავისი რისკი: ჩუქება, ფინანსური სარგებლის მიღება იმ ადამიანისთვის, ვინც სასამართლო სისტემასთან არის დაკავშირებული, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაკავშირებული სხვა სარგებელთანაც, ან სხვა საქმიანობასთან, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის."
გაიგე მეტი: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
გია გვილავას მოსაზრებით, სწორედ ასეთი საკითხები უნდა შეისწავლოს კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმმა ისე, როგორც ეს ევროკავშირმა შემოგვთავაზა, რადგან სასამართლო სისტემაშია ხალხი, ვისაც არ აქვს სუფთა წარსული და პრობლემურია მათი წარსულში მიღებული გადაწყვეტილებებიც; ზოგ მათგანთან დაკავშირებით კი არსებობს კითხვები კორუფციაზეც, "აქედან გამომდინარე, ყველა ასეთი ტრანზაქცია, რომელიც გამოჩნდება დეკლარაციებში, ყურადღებას იმსახურებს."
სამართალმცოდნე აღნიშნავს, რომ ტრისტან ბენაშვილის შემთხვევაში, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო არ ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს კორუფციის შესაძლო ფაქტზე, თუმცა, კეთილსინდისიერების შემოწმების კომისია, ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში, დაინტერესდებოდა ამ შემთხვევით.
რა გვახსოვს ტრისტან ბენაშვილის შესახებ:
- ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩიეს 2023 წლის მაისში.
- გასაუბრებისას ბენაშვილი კრიტიკული არ ყოფილა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის მიმართ; დადებითად შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და მისი გამჭვირვალობა, ასევე 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით შემოღებული ახალი წესი, რომელიც, მათ შორის, მოსამართლეთა მივლინებას მათი თანხმობის გარეშე ხდის შესაძლებელს. ეს წესი ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა.
-
სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებად კი ბენაშვილმა სასამართლოს გადატვირთულობა და მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირე დაასახელა. მან, ასევე, განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მაღალია, რასაც მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს.
- საგულისხმოა, რომ ტრისტან ბენაშვილის ცოლიც, რომელსაც, დეკლარაციის თანახმად, ძმამ აჩუქა 30 000, სასამართლო სისტემაშია დასაქმებული და თბილისის სააპელაციო სასამართლოში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.
რა უნდა ვიცოდეთ კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ: ამის შესახებ არა მხოლოდ ევროპელი პარტნიორები, არამედ საქართველოს ორგანული კანონიც საუბრობს, რომლის მიხედვით, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:
- პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
- დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
- პიროვნული და პროფესიული ქცევა;
- პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;
სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატთან მიმართებით, ამ მახასიათებლებს "ფინანსური ვალდებულება" ემატება. შემფასებლები ითვალისწინებენ ინფორმაციას მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ.
კანონი განმარტავს, რომ პირის ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მისი ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც, შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას. მეტი
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი ომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
-
გადახედვასაბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
კომენტარები