"საზოგადოება 25 მარტს გაიგებს, რა სახის რეგულაციები იქნება შემოთავაზებული" — პაპუაშვილი დაანონსებულ კანონპროექტზე
მოკლედ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან: დაკავშირებული კანონპროექტის ყველა დეტალი ორშაბათს, 25 მარტს გახდება ცნობილი.
- "საზოგადოება გაიგებს, რა სახის რეგულაციები იქნება შემოთავაზებული, ამის შემდეგაც პროცესი დისკუსიისთვის, საზოგადოების ჩართულობისთვის ღია იქნება", — თქვა პაპუაშვილმა.
დეტალები: პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია — მისაღებია თუ არა "ლგბტ პროპაგანდა" და თუ არ არის, როგორია მათი მოსაზრება, რა რეგულაციები შეიძლება იყოს ისეთი, რომ "ერთი მხრივ, უკლებლივ ყველაფერი დაცული იყოს და მეორე მხრივ, დაშვებული არ იყოს პროპაგანდა".
- "ჩვენ, უკეთეს შემთხვევაში, ოპონენტების მხრიდან დუმილი ვნახეთ, რაც პროპაგანდის მხარდაჭერას ნიშნავს, ასეც დაფიქსირდება ეს ყველაფერი მათ პოლიტიკურ ისტორიაში", — განაცხადა პაპუაშვილმა.
- "ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ის, რაც ხდება ბრიტანეთში, აშშ-ში, თუ სხვაგან, ცოტა ხანში, საქართველოში გადმოდის ხოლმე, მათ შორის, უცხოური დაფინანსების მხარდაჭერით, ამიტომ ჩვენ აქედან უნდა ჩამოვიყალიბოთ პოზიცია, რა უნდა ქართველ საზოგადოებას".
კონტექსტი: 29 თებერვალს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".
- "არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე", — განაცხადა მდინარაძემ.
- 1-ელ მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავ კანონპროექტში მთავრობის ჩართულობა გახდება საჭირო, კანონპროექტის მომზადებაში ჩაერთვებიან.
- 2 მარტს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% მიიჩნევს, რომ "აუცილებელია შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავნებელი ანტიეროვნული, ანტიადამიანური ლგბტ პროპაგანდისგან".
გაიგე მეტი: "პუტინი აფინანსებს ლგბტ თემსაც და რადიკალებსაც" — რას ამბობდა მდინარაძე 2021 წელს და რას ამბობს ახლა
ასევე, წაიკითხეთ: შიშის წარმოება — როგორ ინარჩუნებენ მთავრობები ძალაუფლებას კრემლის ორბიტის ქვეშ
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
კომენტარები