როგორ დააკავშირა Felco 2-მა თაობები? – რევოლუციური ხელსაწყო 75 წლისაა
რევოლუციურ ხელსაწყოდ აღიარებული Felco 2-ის პირველი მოდელის გამოშვებიდან 75 წელი გავიდა. მისი გამძლეობის დამსახურებით, ამ ინოვაციურმა სასხლავმა მაკრატელმა თაობების გაერთიანება შეძლო და მოახერხა ჯერ ბებია-ბაბუების, შემდეგ მათი შვილებისა და შვილიშვილების ხელში გამოევლო და კვლავაც ფუნქციური დარჩენილიყო. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამაზე არაერთი ფერმერის ისტორია მოწმობს.
Felco 2 ახალგაზრდა მეწარმემ, ფელიქს ფლიშმა, მომხმარებლებს 1948 წელს წარუდგინა. სასხლავი მაკრატელი მალევე აღიარეს ინოვაციურ პროდუქტად, რადგან სხვა მოდელებთან შედარებით, ხელსაწყო გამძლეობით, სიმსუბუქით, ერგონომიულობითა და სუფთა ჭრით გამოირჩეოდა. სიახლე იყო ისიც, რომ Felco-მ ხელმისაწვდომი გახადა სათადარიგო ნაწილებიც, რათა მომხმარებლებს ცვეთადი დეტალების დაზიანების შემთხვევაში, მათი გამოცვლა და ინსტრუმენტის ხანგრძლივი დროით გამოყენება შესძლებოდათ.
შედეგად, Felco 2 სიზუსტის, სანდოობისა და საუცხოო ხარისხის სიმბოლოდ იქცა. მისი ინოვაციური მახასიათებლების შენარჩუნებითა და მათი მუდმივი გაუმჯობესების მეშვეობით კი, ის დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სამუშაო იარაღის სტატუსს.
Felco-ს რევოლუციური სასხლავი მაკრატელი 75 წლის შემდეგაც მებაღეებისა და მევენახეების რჩეულ პროდუქტად და მათი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილად რჩება.
"ჩემი რჩეული ხელსაწყო თითქმის 70 წლისაა. ის ერთ-ერთი პირველი Felco 2-ია, რომელიც მამაჩემმა 14 წლის ასაკში მაჩუქა, მას კი ხელსაწყო ბაბუაჩემისგან ერგო მემკვიდრეობით. ჩვენი ოჯახისთვის Felco მხოლოდ სასხლავი მაკრატელი არ არის, ის ჩვენს თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს", — ამბობს მარკო ბეკერი, მევენახე გერმანიის ქალაქ მაინციდან.
Felco შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც სამუშაო იარაღებსა და აქსესუარებს აწარმოებს, მათ შორისაა ინოვაციური სასხლავი მაკრატლები, სამყნობი დანები და ხერხები. Felco პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის მეტალებს იყენებს, რაც მის პირვანდელი სახით შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს. კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იარაღების დიზაინსა და ერგონომიულობასაც. სწორედ ამიტომ, Felco-ს სამუშაო იარაღები არა მხოლოდ გამძლეა, არამედ მოსახერხებელი და მარტივად გამოყენებადიც.
Felco-ს პროდუქცია საქართველოში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფეროს მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი.
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
კომენტარები