ინტერვიუ ვამპირთან ბრუნდება, ერთ-ერთი რეჟისორი ლევან აკინია — ნახეთ ტრეილერი
მოემზადეთ უკვდავების სამყაროში დასაბრუნებლად — ინტერვიუ ვამპირთან მეორე სეზონით გრძელდება. ენ რაისის ბესტსელერი წიგნების სერიის მიხედვით გადაღებული სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 12 მაისს შედგება.
ტელეარხ AMC-ის გავრცელებული აღწერიდან და ტრეილერიდან ვიგებთ, რომ მეორე სეზონში მოვლენები კიდევ უფრო დრამატულად განვითარდება. მოქმედება ამჯერად 2022 წელს ხდება. ვამპირი ლუი თავისი ცხოვრების ისტორიას ჟურნალისტ დენიელ მოლოის მოუთხრობს: უყვება, როგორ ჩავიდა ძველი სამყაროს ვამპირების მოსაძებნად პარიზში, სადაც რაისის წიგნების კიდევ ერთი გმირი, არმანდი, გაიცნო და შეუყვარდა. სხვათა შორის, ვამპირის ქრონიკების წინა ეკრანიზაციისგან განსხვავებით, AMC-ის სერიალში ქვიარ ხაზი ნათლად ჩანს.
აღსანიშნავია, რომ როგორც წინა სეზონზე, ამჯერადაც სერიალის ერთ-ერთ რეჟისორად წარმოშობით ქართველი ლევან აკინი მოგვევლინება. აკინი, რომელიც საქართველოში ფილმით და ჩვენ ვიცეკვეთ გაიცნეს, ენ რაისის შემოქმედების დიდი გულშემატკივარიც ყოფილა.
"როცა 12 წლის წინ ახალ ორლეანში პირველად მოვხვდი, ენ რაისის ტურზე წავედი", — უყვება აკინი გამოცემა Variety-ს, — "მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ — ამ წიგნებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, მათით სულ სხვა სამყარო გავიცანი".
ქართველ-შვედი რეჟისორის თქმით, როცა გაიგო, რომ სერიალზე მუშაობა იწყებოდა, პროექტის ხელმძღვანელს, როლინ ჯოუნსს, დაუკავშირდა. ამ უკანასკნელს და ჩვენ ვიცეკვეთ ისე მოსწონებია, რომ აკინს რეჟისორის სკამი არგუნა. პირველ სეზონში ლევანმა შვიდიდან ორი სერია გადაიღო. უკვე ვიცით, რომ იგი სერიალის მეორე სეზონის მესამე და მეოთხე ეპიზოდების რეჟისორიც იქნება (ყველა სერიის რეჟისორის ვინაობა ჯერჯერობით არაა ცნობილი).
სანამ მაისი მოვა, ვამპირების სამყაროს მეორე სეზონის ტრეილერით შეგიძლიათ შეავლოთ თვალი.
ენ რაისის ჟანრის კლასიკად ქცეული რომანი, ინტერვიუ ვამპირთან, 1976 წელს გამოიცა. წიგნი 200 წლის ვამპირი ლუის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის ცხოვრებაზე და მე-18 საუკუნის ახალ ორლეანში გატარებულ წლებზე ჟურნალისტს უყვება. რომანის მთავარი ანტაგონისტი, ლესტატ დე ლიონკური, მოგვიანებით ვამპირის ქრონიკების სერიის მთავარი გმირი გახდა.
სერია, რომელიც ჯამში 13 რომანს მოიცავს, მსოფლიოში 80 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. ის ლიტერატურაში ვამპირული და გოთიკური ჟანრების ფენომენად მიიჩნევა.
///
ინტერვიუ ვამპირთან გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰოლივუდში ბლოკბასტერ ფილმადაც აქციეს, სადაც მთავარი როლები ბრედ პიტმა, ტომ კრუზმა და ანტონიო ბანდერასმა შეასრულეს. 2002 წელს გადაიღეს რაისის კიდევ ერთი ვამპირული ისტორიის, დაწყევლილების დედოფლის, ეკრანიზაცია.
AMC-მ კი რაისის კიდევ ერთი ფენტეზი სერია, მეიფერის ჯადოქრები, გადაიღო სერიალად. ორივე სერიალში ვხვდებით გამოგონილ საიდუმლო საზოგადოებას, ტალამასკის ორდერს, რომელიც ვამპირების, ჯადოქრების, სულებისა და მაქციების ცხოვრებას იკვლევს. გასულ წელს გავიგეთ, რომ AMC სწორედ ტალამასკის ორდერზე იღებს ახალ სერიალს.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები