რუსეთში ტერაქტის საქმეზე 4 პირს ბრალი წაუყენეს — ოთხივე მათგანი ნაწამებია
მოკლედ: რუსეთმა ბრალი წაუყენა ოთხ კაცს, რომლებიც, მათი თქმით, მონაწილეობდნენ მოსკოვში, კროკუს სითი ჰოლში განხორციელებულ ტერაქტში და მოკლეს, სულ მცირე, 137 ადამიანი.
- ერთ-ერთი დაკავებული სასამართლო დარბაზში ეტლით შეიყვანეს.
დეტალები: თავდასხმაში მონაწილეები, რუსეთის ინფორმაციით, არიან დალერჯონ მირზოევი, საიდაკრამი მუროდალი რაჩაბალიზოდა, შამსიდინ ფარიდუნი და მუჰამედსობირ ფაიზოვი.
ყველა მათგანი ნაცემია. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მათი დაკითხვის მძიმე კადრებიც. გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე ერთი მათგანი ელექტროშოკით აწამეს.
- ასევე, არსებული ინფორმაციით, რაჩაბალიზოდას, სასამართლო პროცესამდე, ყური ნაწილობრივ მოკვეთეს.
- ფაიზოვს კი, რომელიც სასამართლო პროცესზე საავადმყოფოს ხალათითა და ეტლით მიიყვანეს, სავარაუდოდ, გონება ჰქონდა დაკარგული. "როიტერსის" ინფორმაციით, მას ერთი თვალი აღარ აქვს.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მირზოევმა "სრულიად აღიარა დანაშაული", ხოლო რაჩაბალიზოდამ "დანაშაული აღიარა".
- რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, ოთხივე მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა.
- სასამართლოს ცნობით, ოთხივე, მინიმუმ 22 მაისამდე, წინასწარ პატიმრობაში იქნება.
რა მოხდა კროკუს სითი ჰოლში: პარასკევს, 22 მარტს, საკონცერტო დარბაზში 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა, დაახლოებით, 6 ათას ადამიანს, რომელიც იქ როკ-კონცერტზე დასასწრებად იყო მისული.
- თავდამსხმელებმა ისროლეს ყუმბარებიც, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა.
- შემთხვევა კრასნოგორსკში მოხდა, მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანში.
- ტერაქტის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 137 ადამიანი, ასზე მეტი დაშავდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ბრალდებულები, რომლებიც გუშინ, 24 მარტს სასამართლოს წინაშე წარდგნენ, დააკავეს ბრიანსკის რეგიონში, თავდასხმიდან, დაახლოებით, 14 საათის შემდეგ.
ბრიანსკი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარეობს.
- მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, უფრო კონკრეტულად, მისმა განშტოებამ, რომელსაც ჰქვია ხორასანის ვილაიეთი (IS-K).
- მოგვიანებით, დაჯგუფებამ გაავრცელა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ გაუხსნეს ცეცხლი თავდამსხმელებმა დარბაზში შეკრებილ ხალხს. ვიდეოს ავთენტიკურობა BBC-მ დაადგინა.
ვრცლად: ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები
აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა, განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ისლამური სახელმწიფოა და მასში უკრაინის მონაწილეობა არ იკვეთება.
- რუსეთში დააკავეს კიდევ 7 პირი, რომლებიც ტერორისტების თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი.
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან
-
გადახედვამოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე
-
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
კომენტარები