აზერბაიჯანში დააკავეს კაცი, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ტერაქტებს გეგმავდა
![](http://phoebe.on.ge/2024/03/25/Screenshot_2024-03-25_115054_66012dd4c46b4.jpg)
196
წაკითხვა
1
გაზიარება
რა ხდება: აზერბაიჯანში დააკავეს კაცი, რომელიც ქვეყანაში ტერაქტებს გეგმავდა.
- ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.
- კაცი რუსეთში, მურმანსკში ცხოვრობდა.
დეტალები: ოფიციალური ცნობით, 36 წლის ბაჰრუზ ასკეროვი ამზადებდა ტერაქტს და ეძებდა თანამზრახველებს, რომლებიც რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობდნენ. ასევე, აძლევდა მათ მითითებას ლანკარანის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მკვლელობისთვის.
- ასკაროვმა დაავალა თანამზრახველს, მოეკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში ინგლისურს ასწავლის.
- უშიშროების ძალების მოქმედების შედეგად, ასკეროვი დააკავეს და ტერაქტის მომზადების მუხლით წაუყენეს ბრალი.
- ქვეყნის ხელისუფლება, ასევე, იუწყება, რომ ასკეროვი გეგმავდა სამხედრო წვრთნების ორგანიზებას იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც მან კონტაქტი დაამყარა „უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, მაგრამ სამართალდამცველებმა ეს აღკვეთეს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები