იაგო ხვიჩია

25 Mar. 2024, 14:10

"საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება რამდენად იქნება შესაძლებელი, არ ვიცი, რადგან როგორც იცით, ქართულმა ოცნებამ ვერ წარმოადგინა ადამიანი, რომელიც შეწუხებული იყო ამ პრობლემით და ბავშვობაში რამე უბედური შემთხვევა დაემართა ლგბტ პროპაგანდის გავლენით. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ადამიანის ხმა სჭირდება, ნაცების მხარდაჭერა აუცილებელია. არ ვიცი, ნაცები წარმოადგენენ თუ არა ასეთ ადამიანს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია იქიდან გამომდინარე, რომ სათანადოდ დაზარალებული პირები არ არიან წარმომადგენლები და საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ეს თემა.

არ ვიცი, აღმოჩნდება თუ არა მომდევნო მოწვევის პარლამენტში ადამიანი, ვისაც ერთხელ ტვინი აემღვრა და რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ არ აღმოჩნდება არც იქ, ე.ი. არ ყოფილა ქართული ერის საფრთხე გაპიდარასტება. თუ ქართული ოცნება სულში ჩამწვდომი მზერით მეტყვის — "თქვენ არ იცით, რა საფრთხეს ვებრძვით ახლა, მე შემემთხვა ეს საფრთხე და თავის დროზე, რომ არ იყო აკრძალული ლგბტ პროპაგანდა, ამან ჩემი ცხოვრება ცუდისკენ შეცვალა"... როცა ამას იტყვიან, მერე ვეცდები, მათ მდგომარეობაში შევიდე და წარმოვიდგინო, რა უბედურება შეიძლება, დაემართოს ადამიანს ლგბტ პროპაგანდის შედეგად.

მე ასეთი ტიპის საფრთხე არ მემუქრება და არასდროს მიმაჩნდა საკუთარი თავი ისეთ ადამიანად, ვისაც "ლგბტ პროპაგანდის" შედეგად რამე შეეცვლებოდა."

თქვა იაგო ხვიჩიამ, ქართული ოცნების მიერ დაინიციირებული ჰომოფობიური, სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  3. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ