ზრუნვის 1 საათი დედამიწას — თეგეტა გარემოსდაცვით აქტივობას დედამიწის საათს შეუერთდა
თეგეტა ჰოლდინგი გლობალურ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა, რომელიც წელს 23 მარტს აღინიშნა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰოლდინგის ფილიალებში 20:30-დან 21:30-მდე არასაჭირო ელექტროენერგია გაითიშა.
დედამიწის საათი მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი აქტივობაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ყოველ წელს ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. დედამიწის საათი პირველად 2007 წელს ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) აღნიშნა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა აქტივობამ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მას მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებიც შეუერთდნენ.
გლობალური ინიციატივა ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს, როგორებიცაა კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პლანეტის გადასარჩენად. გასულ წელს, ამ ინიციატივის ფარგლებში, 190-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანებისა და პასუხისმგებლობიანი ინსტიტუტების გაერთიანებით პლანეტას 410,000 საათი ვაჩუქეთ.
თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: დედამიწის საათის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ შეხსენებაა. თეგეტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, სიამოვნებით შეუერთდა ამ გლობალურ კამპანიას, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბუნებრივი რესურსების დაზოგვაში, რაც, ვფიქრობთ, ამ საუკუნის მთავარი გამოწვევაა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენს ფილიალებში არასაჭირო ელექტროენერგიის გამორთვით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ პლანეტის უსაფრთხო მომავლისკენ. გლობალურ აქტივობაში ჩართულობის გარდა, გვქონდა საინფორმაციო კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც ჩვენს თანამშრომლებს მივაწოდეთ ინფორმაცია „დედამიწის საათის“ შესახებ და მოვუწოდეთ, საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ამ დღეს ერთი საათით უარი ეთქვათ არასაჭირო ელექტროენერგიაზე და ჩართულიყვნენ გარემოს დაცვით აქტივობაში. გვიხარია, რომ „თეგეტასა“ და მისი დიდი გუნდის ჩართულობით დედამიწას ზრუნვის ერთი საათი ვაჩუქეთ."
გარემოს დაცვაზე ზრუნვა თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვის სხვადასხვა ღონისძიებაში და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია თეგეტა გრინ პლანეტი შეემატა, რომელიც კომპანიის კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ თეგეტა გრინ პლანეტი უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას.
__
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
გადახედვაფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა
-
გადახედვასოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს სოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს
-
-
გადახედვაბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ ბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ
-
გადახედვადუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები დუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები
-
გადახედვაპირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა
-
გადახედვა38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს
-
გადახედვაპარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს პარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს
-
გადახედვააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით
-
გადახედვაპარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა პარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა
-
გადახედვაFreedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა Freedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაკობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
-
გადახედვაპარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაკობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით კობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით
-
გადახედვაირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა ირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა
-
გადახედვაადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი ადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი
-
გადახედვამყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს მყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს
-
გადახედვაცოტა შოკში არიან, საერთოდ რომ არავინ შეხვდათ ხელისუფლებიდან — ბაია პატარაია ევროპის ქვეყნების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ცოტა შოკში არიან, საერთოდ რომ არავინ შეხვდათ ხელისუფლებიდან — ბაია პატარაია ევროპის ქვეყნების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე
-
გადახედვასაპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს საპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს
-
გადახედვაიმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს იმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს
კომენტარები