ქალი მეწარმეების მხარდაჭერის თვე — თამთაკის წარმატების ისტორია
საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. Wolt-თან თანამშრომლობით, მარტის თვეში საქართველოს ბანკმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ქალ მეწარმეებს ბიზნესების გაფართოებასა და ცნობადობის ზრდაში ეხმარება.
ორიგინალური კერძებით გამორჩეული თამთაკი ერთ-ერთია იმ წარმატებული ქალი მეწარმეების ბიზნესებიდან, რომლებიც ამ კამპანიის ნაწილია. თამთაკი 2020 წელს გაიხსნა და გურმანების გული მალევე მოიგო, დღეს კი Street food-ის მიმართულებით თბილისში ერთ-ერთი პოპულარული კვების ობიექტია. იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო თამთაკის ისტორია და როგორ იქმნება ცნობილი თამთაკები, კვების ობიექტის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ეკატერინე გეგია, გვესაუბრა.
"Street food ფორმატის კვების ობიექტი თამთაკი 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის დროს გაიხსნა. ამის მიუხედავად, ობიექტმა სწრაფად მოიზიდა მომხმარებელი საინტერესო მოდელის (გათანამედროვებული ქართული სამზარეულო გადატანილი Street food ფორმატში) ფარგლებში შეთავაზებული გემრიელი და ორიგინალური შემადგენლობის მქონე კერძებით, რომელთა დაგემოვნებაც შესაძლებელია მხოლოდ თამთაკიში ან თამთაკიდან გამოძახებით. სამზარეულოს საკითხებში ობიექტს შეფ-მზარეული თამთა კიკალეიშვილი ხელმძღვანელობს. თამთა ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულია და მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კულინარიისა და რესტორნების მენეჯმენტის სფეროში. 2023 წელს თამთამ გაიმარჯვა Gault&Millau Georgia-ს ნომინაციაში წლის საუკეთესო ქალი შეფი. ამავე წელს თამთაკი მოხვდა საერთაშორისო მედია პლატფორმის, Restaurant Guru-ს, საქართველოში მოქმედი რესტორნების ტოპ ოცეულში და წლის საუკეთესო კაფეს წოდება მიენიჭა", — ამბობს ეკატერინე გეგია.
მყუდრო გარემომ, რომელშიც კერძების მზადების პროცესსაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, თამთაკი ქართველი და უცხოელი ვიზიტორების საყვარელ ადგილად აქცია. ამას მოწმობს Google-ის პლატფორმასა თუ TripAdvisor-ზე მაღალი რეიტინგი — 4.8 ქულა (5-იდან). ასე რომ, მიუხედავად პანდემიის პერიოდის გამოწვევებისა, თამთაკიმ შეძლო, რომ მოკლე დროში სტარტაპიდან წარმატებულ ბიზნესად ქცეულიყო.
"თამთაკი პანდემიის დროს გაიხსნა, რამაც საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. მათ შორის, კვების ობიექტზე მომხმარებლების რიცხვის შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული აღმოჩნდა. ამ საკითხის გადაჭრაში მნიშვნელოვნად შეგვიწყო ხელი Wolt-ის მიტანის სერვისმა, რადგან ეს რეალური შველა იყო განსაკუთრებით ჩვენნაირი ახალბედა სტარტაპისთვის. დროთა განმავლობაში, ჩვენმა მომხმარებლებმა შეიყვარა თამთაკები. დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამაც, რომ საკმაოდ აქტიურები ვიყავით სოციალურ ქსელებში და მაქსიმალურად ვცდილობდით, ჩვენი მენიუ სხვადასხვა ახალი კერძით გაგვემრავალფეროვნებინა, მათ შორის, ვეგანური კერძებითაც. ჩვენი კერძები — თამთაკები წარმოდგენილია როგორც თეფშზე, ასევე ხვეულას ფორმატში. თითოეული თამთაკის მენიუ ეყრდნობა ქართულ სუფრაზე ყველაზე ხშირად წარმოდგენილ კერძებს. თუმცა თამთაკების შემადგენლობა გამდიდრებულია და გამრავალფეროვნებულია ევროპული და აზიური სამზარეულოს გემოებითა და არომატებით. სწორედ ამით გამოირჩევა თითოეული თამთაკის უნიკალური კომბინაცია", — აღნიშნა ეკატერინე გეგიამ.
საქართველოს ბანკისა და ვოლტის საერთო კამპანიაში თამთაკი უკვე ჩაერთო და როგორც ეკატერინე ამბობს, დადებითი შედეგებიც სახეზეა. ახალი კამპანიის ფარგლებში, უკვე მოქმედებს განსაკუთრებული პირობები. 31 მარტის ჩათვლით, ვოლტზე არსებული ქალი მეწარმეების ობიექტებში შოპინგიგსას, PLUS ბარათით გადახდისას, მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს ვოლტის ანგარიშზე დაიბრუნებენ.
მეწარმე ქალები კამპანიაში ჩართვის შემდეგ რამდენიმე უპირატესობით სარგებლობენ:
Wolt Ads პლატფორმის გამოყენებით 1 თვის განმავლობაში რეკლამის განთავსება უფასოდ შეუძლიათ და ეს შეთავაზება ათასობით მომხმარებელს გამოუჩნდება. რეკლამის შექმნის შემდეგ ქალი მეწარმეების ობიექტები აპლიკაციის ძებნის ველში წამყვან პოზიციას დაიკავებს. ასევე, მარტის თვეში ქალი მეწარმეები 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Ads Manager-ში შეთავაზების (ქეშბექი, ფასდაკლება, Plus ქულები) შექმნისას, რაც 1,4 მილიონზე მეტ მომხმარებელზე წვდომას გულისხმობს.
“ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ბანკი მნიშვნელოვნად ეხმარება ბიზნესის განვითარებას და კერძოდ, მეწარმეებს. ამას ცხადყოფს საქართველოს ბანკის მიერ მრავალი წარმატებით განხორციელებული პროექტი. ამჟამად მიმდინარე პროექტის დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ბანკის მიერ ქალი მეწარმეების მხარდაჭერა, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. ვოლტთან პარტნიორობა სწორედ ამ მიზნებს ემსახურება და როგორც მეწარმეებს, ასევე მომხმარებლებსაც აძლევს საშუალებას, საინტერესო შესაძლებლობებზე წვდომით ისარგებლონ”, — ამბობს ეკატერინე.
იმისთვის, რომ ქალი მეწარმეების კამპანიაში ჩაერთოთ და შეთავაზებით ისარგებლოთ, ამ ბმულზე უნდა გადახვიდეთ და განაცხადი შევასოთ.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
კომენტარები