საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს 4 ახალი კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის საჭირო რესურსების გაზიარებას. ამჯერად, ბიზნეს განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა-ს ოთხი ახალი კურსი დაემატა — ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები, გაყიდვების პრაქტიკა და ბრენდინგი. ამ პროგრამების გავლა ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ. კურსებს უძღვებიან დარგის სპეციალისტები საქართველოს ბანკიდან და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.
აღსანიშნავია, რომ სამი კურსი ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები და ბრენდინგი — მომზადდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით — კონსულტაციები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმა ყველა იმ მიმართულებას ფარავს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება, მათ შორისაა გაყიდვები, ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა საკითხები. პლატფორმაზე კურსები ვიდეოგაკვეთილების სახითაა განთავსებული, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველ თემაზე ცოდნა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს. ჯამში ონლაინ პლაფორმაზე 45 კურსია ხელმისაწვდომი, გასულ წელს კი სხვადასხვა კურსი 20 000-მდე მომხმარებელმა გაიარა. კურსების გარდა, პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მასტერკლასებიც — სპეციალური პროგრამები ახლად შექმნილი კომპანიებისთვის, რომლებსაც ბიზნესის დაგეგმვისა და განვითარებისთვის საბაზისო ინფორმაცია სჭირდებათ.
ბიზნეს პროცესების გაციფრულება ერთ-ერთია ახალი კურსებიდან, რომელთა გავლა უკვე შესაძლებელია Businesscourse.ge-ზე. მას ირმა ბერძენიშვილი უძღვება და დაინტერესებულ პირებს აძლევს ინფორმაციას ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ სააღრიცხვო სისტემებზე, ქლაუდ გადაწყვეტებსა და რობოტიზაციაზე.
ონლაინ გაყიდვების კურსზე კრეატიული სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-ის მმართველი მენეჯერი, ანი ზაქარეიშვილი ელექტრონული კომერციის მზარდ ტენდენციებს მიმოიხილავს.
ბრენდინგის კურსის ავტორი კი ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. იგი მონაწილეებს უზიარებს ინფორმაციას ბრენდის მშენებლობის, საკომუნიკაციო გზავნილების, დიზაინის შექმნის და სხვა საკითხებზე.
გაყიდვები პრაქტიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ან გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაა და მას ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია სოლუშენერის დამფუძნებელი უძღვება.
"მოხარული ვართ, რომ EBRD-სა და ევროკავშირთან ერთად, გვაქვს შესაძლებლობა, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ისე სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, მხარი დავუჭიროთ განვითარებაში და დავეხმაროთ ახალი მიდგომების დანერგვაში. ვამაყობთ, რომ ბიზნესკურსის მიმართ დაინტერესება მუდმივად იზრდება. ჩვენ არ ვჩერდებით და უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთ ახალ კურსს შევთავაზებთ მომხმარებლებს", — ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
კურსებისა და მასტერკლასების სანახავად ესტუმრეთ ვებსაიტს.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები