აშშ-ში ხიდი გემის შეჯახების შედეგად ჩამოინგრა (ვიდეო)
აშშ-ის შტატ მერილენდში, ქალაქ ბალტიმორში, გემი "დალი" ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ნაგებობა ჩამოინგრა. სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი, 289 მეტრი სიგრძის მქონე კონტეინერმზიდი შრი-ლანკისკენ მიემართებოდა, რა დროსაც მდინარე პატაპსკოზე გადებული ხიდის ერთ-ერთ საყრდენ ბურჯს დაეჯახა და ცეცხლი მოეკიდა. ბალტიმორის სამაშველო სამსახურის ცნობით, შეჯახებას მოყოლილი ჩამონგრევის შედეგად, წყალში 20-მდე ადამიანი და რამდენიმე მანქანა გადაცვივდა.
უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინტერნეტშიც გავრცელდა. მასში ჩანს, როგორ ეჯახება და ანგრევს გემი ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდს, რომლის სიგრძეც 2,6 კილომეტრს აღწევდა. ხიდის მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და ხუთ წელიწადს გაგრძელდა. ის აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორის სახელს ატარებდა.
სამაშველო სამუშაოები, მყვინთავების ჩართულობით, ისევ გრძელდება. ამ დროისთვის ორი ადამიანია ნაპოვნი — მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.
დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
"ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა დაშავებულთა შველა და დაღუპულების ცხედრების პოვნაა", — აცხადებს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი, კევინ კარტრაითი.
სინგაპურის ცნობით, უბედური შემთხვევის მომენტში კონტეინერმზიდზე ეკიპაჟის 22 წევრი იმყოფებოდა. ამასთან, გემი 4 600-ზე მეტი კონტეინერით იყო დატვირთული. უცნობი რჩება ისიც, რამ გამოიწვია შეჯახება. ოფიციალური უწყებების განცხადებით, "არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი ან გამიზნული ქმედება იყო".
///
"წარმოუდგენელი ტრაგედიაა. მძაფრსიუჟეტიანი ფილმის კადრები გეგონებოდა", — ამბობს ბალტიმორის მერი, ბრენდონ მ. სკოტი, მომხდარზე. მას ასევე ჰკითხეს, იგეგმება თუ არა გემის აღდგენა, მაგრამ მერმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის მთელი ყურადღება სამაშველო სამუშაოებზეა გადართული.
მერილენდის გუბერნატორმა კი შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ბაიდენის ადმინისტრაციას ფედერალური ძალების დახმარება სთხოვა.
თავის მხრივ, მომხდარს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ისინი კავშირზე არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოვლენების განვითარებას აქტიურად ადევნებენ თვალს. თეთრმა სახლმა უბედური შემთხვევის მსხვერპლების ახლობლებსაც გამოუცხადა თანადგომა.
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
კომენტარები