"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
მოკლედ: თამთა კალანდაძემ, ლაზარე გრიგორიადისის დედამ, On.ge-ს უთხრა, რომ თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ. ასევე, ლაზარეს ოჯახი აპირებს, მიმართოს ყველა შემდგომ სასამართლო ინსტანციას საქართველოში, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.
- "ყველაფერს ვიზამთ, რომ ლაზარე გარეთ გამოვიდეს, ამისთვის ყველა გეგმა განიხილება", — გვითხრა თამთა კალანდაძემ.
მსგავსი: ერთადერთ ნათელ წერტილად და იმედად პრეზიდენტი ზურაბიშვილი გვრჩება — ლაზარეს დედა
რა ხდება: ხვალ, 28 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.
- დასკვნითი სასამართლო პროცესი 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა, 22 თებერვალს, მოსამართლის ზვიად შარაძის შვებულებაში გასვლის მიზეზით, გადაიდო.
- ხვალ, სასამართლო პროცესის პარალელურად, ლაზარეს მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აპირებენ მისვლას.
დეტალები: თამთა კალანდაძის თქმით, ლაზარე გუშინ, 26 მარტს მოინახულა. "წესით, 24 მარტს უნდა გვენახა, ხანგრძლივი პაემანი იყო ჩანიშნული, მაგრამ არ მოგვცეს უფლება. გვითხრეს, დასვენების დღეაო. ერთი საათით ვნახე გუშინ."
- მისივე თქმით, ლაზარე გრიგორიადის არ აქვს იმედი, რომ გაამართლებენ და ოჯახიც "ამ ტალღაზეა". თამთა კალანდაძე აღნიშნავს, რომ ლაზარეს წინააღმდეგ ბრალდებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. "თავიდან გვქონდა იმედი, იქნებ გაამართლონ-თქო. დაველოდოთ ხვალინდელ განაჩენს", — ამბობს ის.
დასკვნითი სასამართლო პროცესის წინასწარგანწყობებზე ვკითხეთ ლაზარეს ბაბუას, გია კალანდასაც. მასაც გუშინ უნდა მოენახულებინა შვილიშვილი, თუმცა, ამბობს, რომ "რაღაც საბუთზე შემოედავნენ" და ლაზარეს მონახულება ვერ შეძლო.
- "ლაზარე ნორმალურად არის, ვარჯიშობს, ცოტა ღელავს. რა თქმა უნდა, მეც ლამის გავგიჟდე. ჩვენდა სასიკეთოდ რაიმეს მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ გავაგრძელებთ ბრძოლას", — თქვა მან On.ge-სთან.
სამთავრობო პროპაგანდისტული კამპანია ლაზარეს გარშემო: ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ, მის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მადისკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო.
საქართველოს ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც იმ დროისათვის პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო, გრიგორიადისს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ მას "ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს". კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.
ლაზარეს საქმის ქრონოლოგია: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.
- 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- 8 აპრილს გრიგორიადისისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო და ლაზარე პატიმრობაში დატოვა.
გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
- დაკავებულს ბრალდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით წარედგინა.
- დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს 2021 წელს მომხდარი ოჯახური ძალადობის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრაზე.
- ამ თემაზე ლაზარეს მამას არაერთხელ უსაუბრია — ამბობდა, რომ შვილთან პრეტენზია არ აქვს.
- "2 წლის წინანდელი საქმე გადმოიღეს თაროდან და მიუსაჯეს მისი აქტიურობის გამო. მე არასდროს მიჩივლია და არანაირი პრეტენზია არ მქონია, მაგრამ არანაირი შეღავათი არ გაუწევიათ. მოვედი, რომ მოსამართლისთვის მეთქვა — მე მაშინ ვიყავი უგონოდ მთვრალი და [ლაზარემ] კი არ დამაზიანა, უფრო დიდ უბედურებას დამაშორა" — თქვა ბექა გრიგორიადისმა ნეტგაზეთთან, 2023 წლის 25 სექტემბერს.
გაიგე მეტი: ბექა გრიგორიადისი: ლაზარე მიატოვეს მათ, ვინც მის გვერდით იბრძოდა
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები