როგორ იქმნება Hendrick’s-ის ჯინი
იმისათვის, რომ უკეთესად გაგარკვიოთ ალკოჰოლური სასმელების წარმოების პროცესში და იმ ადამიანების შესახებ გიამბოთ, რომელთა გარეშეც ჩვენი საყვარელი ალკოჰოლური სასმელები უბრალოდ ვერ დამზადდებოდა, გთავაზობთ, ინტერვიუს Hendrick’s Gin-ის დისტილაციის ოსტატს ლესლი გრეისისთან.
თუ შეგიძლიათ, მოგვიყევით ცოტა რამ იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც თქვენ მოიპოვეთ იმ დროის განმავლობაში, რაც დისტილატორად დაიწყეთ მუშაობა William Grant & Sons-ში? რა ხდის მას განსაკუთრებულ ადგილად სამუშაოდ?
მე საკუთარ თავს ძალიან იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, რადგან ვარ William Grant-ის დისტილატორი. იმის გამო, რომ კომპანია კვლავ ოჯახის მფლობელობაშია, მე ბევრი შესაძლებლობა მაქვს, რათა სხვადასხვა არომატებისა და მცენარეთა კომბინაციებით ექსპერიმენტები ჩავატარო. ეს მოქნილობა ნამდვილი ინოვაციებისა და ახალი არომატის აღმოჩენის საშუალებას იძლევა. აქ მუშაობისას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ბევრ გასაოცარ ადამიანს შევხვდი, მათი გამოცდილება ახალი და განსხვავებული არომატების ძებნისთვის დამატებით ენთუზიაზმს მაძლევს.
ცნობილია, რომ თქვენ, შექმენით დისტილარული ჯინი კიტრისა და ვარდის ფურცლების არომატით და ამით გემოს სპეციფიური სახეობა მიიღეთ. ჩვენი მკითხველები დაინტერესებულია, თუ როგორ აღმოაჩინეთ ის, რომ ამ ორის კომბინაცია, რომელიც თითქოს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან, შექმნდა ჰენდრიკის ჯინის საუცხოო გემოს?
ჰენდრიკის ჯინის შემუშავება ჯერ კიდევ ადრეულ 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც ჩარლზ გორდონმა, William Grant & Sons-ის აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა, გადაწყვიტა შეემუშავებინა და ჩამოესხა ახალი ჯინი. ეს სტაგნაციური პერიოდი იყო, ჯინი ჯერ კიდევ არ იყო მოდაში, ხოლო კოქტეილები ახლიდან ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს. ჩარლზს უხაროდა, რომ ეს ახალი ჯინი უკვე არსებულებისგან განსხვავებული იქნებოდა და მეინსტრიმს არ გაჰყვებოდა. ვარდისა და კიტრის არომატი ჯინსა და "ინგლისელობას" შორის არსებულმა კონოტაციამ განაპირობა. ის თვლიდა, რომ ამით სასმელში ვარდის ბაღებსა და კიტრის სენდვჩებს არეკლავდა. ეს ორი არომატი იმდენად დელიკატურია, რომ ისინი დისტილაციის პროცესს ვერ გაუძლებდნენ, ამიტომ სასმელს გამოხდის მერე ემატებოდა, რათა მათი ჭეშმარიტი და ბუნებრივი ხასიათი შეგვენარჩუნებინა. 1966 წელს ჩარლზმა აუქციონზე ორი გამოსახდელი ქვაბი შეიძინა და მას წარმოებაში ამ ორივე ქვაბის გამოყენება სურდა. ერთ-ერთი გამოსახდელი ქვაბი, ბენიტის ტონიანი გამოსახდელი ქვაბი 1860 წელს იყო გამოშვებული, ხოლო მეორე კარტერჰედის გამოსახდელი ქვაბი დამონტაჟებულ იქნა 1948 წელს.
სამუშაოს პირველი ეტაპი მცენარეული ნედლეულის უამრავი სახეობიდან საუკეთესოს ამორჩევა და იმის გაგება იყო, თუ რამდენად კარგ კომბინაციას მივიღებდით გამოხდის შემდეგ. საბოლოოდ ღვია, ქინძი, ანჟელიკას ფესვები და ციტრუსის კანი შეირჩა. ისინი კარგად ეწყობიან სხვა ინგრედიენტებს. ამ ყველაფრის კომბინაცია კი სუფთა და გამორჩეულ ჯინს გვაძლევს, სხვა ჯინებთან განსხვავება ჯინ-ტონიკის ან რამე სხვა კოქტეილის დალევისასაც იგრძნობა.
ჯინის წარმოების პროცესში, რომელია შენი საყვარელი ეტაპი და რატომ?
ყველაზე მეტად გამოხდა მომწონს. ეს ჯადოსნური პროცესი, სურნელები, გამოხდის ხმა, ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.
როგორ უნდა დავლიოთ Hendrick’s Gin სწორად, ანუ მისი ყველა ღირსება რომ შევიგრძნოთ?
კიტრთან ერთად - მარტივად, ელეგანტურად და გამამხნევებლად ტონიკთან ერთად ან ჩემი საყვარელი რეცეპტით: Hendrick’s, ანწლის წვენი და გაზიანი სასმელი - მარტივი, მაგრამ გემრიელი რეცეპტია.
Hendrick’s Gin-ის ბოთლს დასამახსოვრებელი და ადვილად ამოსაცნობი დიზაინი აქვს, როგორც ძლიერ ბრენდს შეეფერება. შეგიძლია, გვითხრა, როგორ გაჩნდა ბოთლის დიზაინის იდეა?
ბოთლი აღნიშნავს ნორმალურიდან გადახვევას - ეს არ ეხება Hendrick's-ის მაღალ, ელეგანტურ, გამჭვირვალე ბოთლს, ახალი შავი ბოთლი კი ამბობს, რომ ის განსხვავებულია და ყველასთვის არ არის.
შენი კარიერა გვიჩვენებს, რომ მუდმივად ახალ და გამორჩეულ არომატებს ეძებდი. რომელი იყო ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა?
ძალიან გამიმართლა და ახალი მცენარეული ნედლეულის აღმოსაჩენად ვენესუელას ჯუნგლებში ვიყავი, ბევრ საოცართან ერთად, იქ ერთი გამორჩეული მცენარეც ვნახეთ. ეს ენდემური ჯიშის მცენარე იყო, რომელსაც, მისი ყვავილის ფორმის გამო, ადგილობრივები მორიელის კუდს უწოდებდნენ. მისი ღრმა არომატლობა და დამახასიათებლები მთლიანად ჯდებოდა Hendrick's-ის სპეციფიკაში. მცენარე იქვე გამოხადე, ჯუნგლებში, შემდეგ კი სპეციალური პარტია გამოვუშვით, რომელიც ჩვენი ბრენდის მეგობრებს დავურიგეთ.
რა გეგმები გაქვთ წარმოების მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით?
მიუხედავად იმისა, რომ Hendrick's ყველასთვის არ არის, ჩვენ წარმოების მოცულობა მაინც გავზარდეთ და ჩვენს ოჯახს ახალი სტილი შევმატეთ. ჩვენ გვაქვს ბენეტისა და კარიკის სახდელების ზუსტი ასლები და ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს ლეგენდარულ ჯინზე ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები