ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
8-წლიანი პატიმრობის შემდეგ ჯიფსი როუზ ბლანჩარდი ციხიდან 3 თვის წინ გაათავისუფლეს. ციხეში ყოფნის პერიოდში, 2022 წლის ივლისში, ჯიფსი რაიან სკოტ ანდერსონზე დაქორწინდა. ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ კი, ჯიფსიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას აცნობა, რომ განქორწინდა.
"ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, მე და ჩემი ქმარი განქორწინების გზას ვადგავართ. ჩემი ოჯახი და მეგობრები მხარს მიჭერენ და ამ პერიოდის გადატანაში მეხმარებიან. ჩემი გულის მოსმენას ვსწავლობ, ახლა კი მჭირდება დრო, რათა საკუთარი თავი ვიპოვო", — წერს ჯიფსი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჯიფსი როუზ ბლანჩარდი სასჯელს დედის მკვლელობისთვის იხდიდა. 2015 წლის ივნისში ჯიფსიმ თავის იმდროინდელ შეყვარებულ ნიკთან ერთად, დედამისის მკვლელობა დაგეგმა. ჯიფსის მკვლელობის დაგეგმვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და დროზე ადრე გაათავისუფლეს, ნიკს კი, მკვლელობის ჩადენისთვის მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევს.
როგორც ცნობილია, დედის მკვლელობას წინ მძიმე ისტორია უძღოდა: ჯიფსის დედას მიუნჰაუზენის დელეგირებული სინდრომი ჰქონდა, რის გამოც სჯეროდა და შვილსაც აჯერებდა, რომ მას სხვადასხვა დაავადება აწუხებდა, შემდეგ კი შესაბამის სიმპტომებს სამედიცინო პროცედურებით ხელოვნურად იწვევდა. ჯიფსის თქმით, როდესაც 7 წლის იყო, დედამისი ამტკიცებდა, რომ მას კუნთოვანი დისტროფია და ლეიკემია ჰქონდა, რის გამოც შვილს თავი გადაპარსა და ეტლით გადაადგილება დააწყებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯიფსის სიარული შეეძლო.
ჯუფსიმ და რაიან სკოტ ანდერსონმა 2022 წელს ციხეში გამართულ ცერემონიაზე იქორწინეს, რომელსაც მეგობრები არ ესწრებოდნენ. 2023 წელს People-თან მიცემულ ინტერვიუში ჯიფსიმ განაცხადა, რომ გათავისუფლების შემდეგ საქორწინო წვეულების გამართვას აპირებდა. ინტერვიუში ჯიფსიმ იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ქმართან ერთად საცხოვრებლად გადასვლას მოუთმენლად ელოდა.
ჯიფსის უჩვეულო ისტორია საფუძვლად დაედო Hulu-ის 2019 წლის მინისერიალს The Act, ცოტა ხნის წინ კი გამოვიდა დოკუმენტური სერიალი ჯიფსი როუზ ბლანჩარდის აღიარებები საპატიმროში (The Prison Confessions of Gypsy Rose Blanchard).
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები