"რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსგან "მეორე ფრონტის" გახსნის ალბათობა "დაბალია" — მედოევი ცხინვალიდან
მოკლედ: რუსეთის მიერ ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ ცხინვალში, ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსგან "მეორე ფრონტის" გახსნის ალბათობა "დაბალია".
- გამოცემა სოვას თანახმად, ამის შესახებ მან ისაუბრა კონფერენციაზე — საკავშირო სახელმწიფო მრავალპოლარულ სამყაროში.
დეტალები: ამასთან, მან გაიმეორა პრორუსული რიტორიკა, რომ საქართველოს ხელისუფლების "ნათესაური ლოიალობა" არ გამორიცხავს დასავლეთის მცდელობას, აიძულოს თბილისი, გახსნას მეორე ფრონტი მოსკოვის წინააღმდეგ. ამავე შინაარს ავრცელებს ქართული ოცნება დასავლეთზე საუბრისას მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, 2022 წლის თებერვალში.
- მედოევი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება საქართველოში ხელისუფლება 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგად და სხვა პოლიტიკური ძალები არ მოვლენ ხელისუფლებაში, თბილისის პოზიცია რუსეთის ფედერაციის მიმართ არ გახდება "უარესი და მტრული".
კომენტარი: "საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, რომელიც მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი, აშკარაა — თუ მათი შედეგების მიხედვით, პარტია ქართული ოცნება ხელისუფლებაში დარჩება, საქართველოს დღევანდელ საგარეო პოლიტიკას აქვს შანსი, იგივე დარჩეს, ან, ყოველ შემთხვევაში, არ გაუარესდეს და გახდეს უფრო მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ", — განაცხადა მან.
კონტექსტი — რა გვახსოვს მედოევზე: ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრობისას, 2019-ში მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ "სამხრეთ ოსეთს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და არ აპირებს, გახდეს მისი ნაწილი."
- მაშინ ასე გამოეხმაურა აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს განცხადებებს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების არაღიარების შესახებ: "მათ არ სურთ, დაიჯერონ, რომ 1989 წლიდან სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს და არანაირ გარემოებებში არ აპირებს, გახდეს მისი ნაწილი. მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა."
- და დამატებით აღნიშნა, რომ გააგრძელებენ სვლას მთავარი მიზნისკენ — "დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ."
- გარდა ამისა, 2019 წელს მან ინტერვიუ მისცა დაბალტირაჟიან გერმანულ რადიკალურ-მემარცხენე გამოცემას ნოიეს დოიჩლანდს და განაცხადა, რომ ყაზბეგი "ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს. ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობის მკაფიო პოზიციაა და თრუსო, კობი და გუდოს ხეობა, ადრე თუ გვიან, ოსეთს დაუბრუნდება".
ბოლო ხაზი: საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას აქამდეც უწონებდნენ ცხინვალში "სიფრთხილესა" და "პრაგმატიზმს"; აფხაზეთი ასევე დარწმუნებულია, რომ თბილისი "არ დათანხმდება" "მეორე ფრონტის" გახსნას.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები