Euromoney-მ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა
მომხმარებლისთვის შექმნილი თანამედროვე, მათ სურვილებსა და საჭიროებზე მორგებული საბანკო სერვისებისა და პროდუქტებისთვის, საქართველოს ბანკმა Euromoney-ს მორიგი აღიარება მოიპოვა.
ამჯერად, გამომცემლობამ ფინანსური ინსტიტუტის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება — Bank of Georgia Wealth საქართველოში საუკეთესო კერძო ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა.
"საქართველოს ბანკი პრემიუმ მომხმარებლისთვის ქმნის გამორჩეულ, მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც სრულად ერგება მათ ფინანსურ საჭიროებებს", — აღნიშნავს Euromoney-ს გამომცემლობა.
მათივე განმარტებით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ მომხმარებლისთვის ინვესტირების გამარტივების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები, მომავალი თაობისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტები, ის მთავარი ფაქტორები გახდა, რამაც საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების კატეგორიის გამარჯვებულად დასახელება განაპირობა.
უკვე 20 წელზე მეტია, Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ.
თითქმის 20 წელია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლებისთვის ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებამ Euromoney-სგან მეორე ჯილდოც მიიღო. გამომცემლობამ ფინანსური ინსტიტუტი პრემიუმ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
"2005 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე. გამუდმებით ვცდილობთ, რომ ჩვენი შეთავაზებები და სიახლეები მნიშვნელოვანწილად დავაფუძნოთ მათგან მიღებულ უკუკავშირსა და კონკრეტულ საჭიროებებზე, რადგან, ჩვენი აზრით, სწორედ ამ დიალოგის არსებობა გამოარჩევს პრემიალურ საბანკო მომსახურებას. ამ მიზნით ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებების დანერგვას, არამედ გუნდის გაფართოებასა და ახალი გამოწვევების დასახვას. ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული გუნდი ამ წარმატების განუყოფელი ნაწილია. Euromoney-ისგან, როგორც დამოუკიდებელი მხარისგან, მიღებული აღიარება კი ჩვენი გუნდისა და განხორციელებული ინიციატივების დაფასებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მკვლევრებისა და ექსპერტებისგან მიღებული შეფასება, რომელიც გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს დამატებით მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტად თანამედროვე, გამორჩეული საბანკო გამოცდილება", — აღნიშნავს თეონა ბერია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები