"წითლების" ტალღა თურქეთში: ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ ერდოღანის პარტიას სძლია
რა ხდება: თურქეთის მუნიციპალური არჩევნების შედეგები ცნობილია — ოპოზიციურმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ (CHP) 81 მუნიციპალიტეტიდან 36-ში გაიმარჯვა.
- თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, არჩევნების შედეგები აღიარა და ადგილობრივ არჩევნებს, თავისი შედეგით, "გარდამტეხი მომენტი" უწოდა.
- ანკარაში გამოსვლისას, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თვითკრიტიკულად შეაფასებს მიღებულ შედეგებს და აღნიშნა, რომ მისი პარტია, თურქეთის მასშტაბით, შესაბამის სიმაღლეზე აღარ დგას.
დეტალები: ამ მუნიციპალურ არჩევნებზე თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით, ხმების 37 % მოიპოვა.
- ეს საუკეთესო მაჩვენებელია ოპოზიციური პარტიებისთვის, ხელისუფლებაში ერდოღანის მოსვლის შემდეგ.
- ოპოზიციამ, ასევე გაიმარჯვა დიდ ქალაქებში, მათ შორის, ანკარასა და სტამბოლში.
- საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო და 77 %-ს მიაღწია.
ერდოღანის შეფასება: თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გააანალიზებს საარჩევნო კამპანიისა და ხმის მიცემის პერიოდში ხალხისგან მიღებულ გზავნილებს და "აუცილებლად გადადგამს საჭირო ნაბიჯებს" მიღებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.
- ასევე, აღნიშნა, რომ "ხალხის გადაწყვეტილება აისახა საარჩევნო პროცესზე ზეწოლის გარეშე" და ეს, მისი თქმით, დემოკრატიისთვის დიდი მიღწევაა: "არ შევეწინააღმდეგებით ჩვენი ერის გადაწყვეტილებას და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ", — თქვა მან.
კონტექსტი: ადგილობრივი არჩევნები განიხილებოდა, როგორც ქვეყანაში 70 წლის ერდოღანის პოპულარობის საზომი. ერდოღანი იმედოვნებდა, რომ მისი პოლიტიკური პარტია დაიბრუნებდა კონტროლს ქვეყნის ძირითად, დიდ ქალაქებზე.
- ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ერდოღანისა და მისი პარტიის ყველაზე დიდი საარჩევნო წარუმატებლობა, განპირობებულია ქვეყანაში ბოლო წლებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით.
-
გასულ თვეს, თურქეთში ინფლაციამ 70 %-ს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ კიდევ გაიზარდოს.
-
ოპოზიცია, ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტის "ავტორიტარულ პოლიტიკაზეც" აკეთებდა აქცენტს, რამაც, საერთო ჯამში, მათ წარმატება მოუტანა.
რა ვიცით გამარჯვებული პარტიის შესახებ: არჩევნებში გამარჯვებული რესპუბლიკური სახალხო პარტია თურქეთში ძველ, და ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტიად მიიჩნევა.
- ღირებულებებით, ისინი მიჰყვებიან ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ ხაზს.
სტრიქონებს შორის: ქემალიზმი/ათათურქიზმი, იგივე 6 ისარი, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი იდეოლოგიაა. მუსტაფა ქემალ ათათურქმა მიზნად დაისახა გაეტარებინა სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური რეფორმები, რათა შეექმნა ახალი თურქული სახელმწიფო დასავლური ცხოვრების წესით. ქემალიზმი მოიცავს ექვს ფუნდამენტურ იდეოლოგიას — რესპუბლიკანიზმი, პოპულიზმი, ნაციონალიზმი, სეკულარიზმი, სტატიზმი და რეფორმიზმი.
- ამ პარტიამ, 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციაში ხმების 22 % მიიღო და 112 ადგილით შევიდა თურქეთის პარლამენტში.
- მოსალოდნელია, რომ მომდევნო, საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტად წარადგინოს თავი 53 წლის ექრემ იმამოღლუმ, სტამბოლის მერმა, რომელმაც ამ არჩევნებში სტამბოლში მოიპოვა გამარჯვება.
საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტი: ერდოღანს, კონსტიტუციის თანახმად, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ თუ მისი პარტია მიაღწევდა წარმატებას ამ მუნიციპალურ არჩევნებში, მოსალოდნელი იყო, ერდოღანის პარტიას შეეცვალა კონსტიტუცია, რათა მოქმედ პრეზიდენტს კვლავ მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.
ბოლო ხაზი: ქვეყნის მასშტაბით, სულ 200 000 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და ერთმანეთს კონკურენციას 34 პოლიტიკური პარტია უწევდა.
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
კომენტარები