ექიმების საერთაშორისო დღეს ვოლვო ქარ საქართველომ შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა
ვოლვო ქარ საქართველომ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის ექიმები დაესწრნენ, რომლებსაც კომპანიამ პროფესიული დღე მიულოცა.
შეხვედრის მთავარი მიზანი ის საერთო ღირებულებები გახლდათ, რომლებიც ვოლვოსა და ექიმებს აერთიანებთ — ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ კავკასიას მარკეტინგის მენეჯერი: "გვიხარია, რომ ვოლვოს გუნდის სახელით შესაძლებლობა გვქონდა, ექიმებისთვის პროფესიული დღე მიგველოცა. ჩვენი ბრენდისთვის ადამიანის სიცოცხლე, ისევე როგორც ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის, უმნიშვნელოვანესია. ყველასთვის ცნობილია, რომ ვოლვო შვედური ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია, ნოვატორია უსაფრთხოების მიმართულებით და ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს უბედური შემთხვევების რისკი. ამ ღირებულებებითა და ფასეულობებით ჩვენი ბრენდი ძალიან ახლოსაა ექიმებთან, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სწორედ ეს ყველაფერი აქცევს ვოლვოს მსოფლიოში ექიმების საყვარელ ბრენდად და ჩვენც ძალიან კარგად გვესმის მათი პროფესიის სირთულეები და მნიშვნელობა, ამიტომ ყოველთვის გამოვიყენებთ შესაძლებლობას, მადლობა გადავუხადოთ იმ შრომისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან.
ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში მოწვეულ ექიმებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, ტესტდრაივზე ისეთი უახლესი მოდელები გამოეცადათ, როგორებიცაა: Volvo XC90, Volvo XC60 და Volvo EC40.
ვოლვოს ყველა ტექნოლოგიური სიახლე ერთ მიზანს ემსახურება — მინიმუმამდე დავიდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და, მით უფრო, ფატალური შედეგების რაოდენობა. სწორედ Volvo XC90-ია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საქართველოში გაყიდვადი მოდელი, რომელიც, სტატისტიკის მიხედვით, ერთ-ერთია იმ იშვიათ ავტომობილთა შორის, რომელთა ავტოსაგზაო შემთხვევაც ლეტალურად არასდროს დასრულებულა.
დავით ხარაბაძე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი: "ძალიან სიმბოლურია, რომ ექიმების საერთაშორისო დღეს ვოლვოს შოურუმში სხვადასხვა დარგის ექიმები მოგვიწვიეს, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ აღნიშნული ბრენდი მთავარ აქცენტს უსაფრთხოებაზე აკეთებს. ვოლვოში ადამიანი ყველაზე დაცულად გრძნობს თავს. ჩვენთვის კი, როგორც ექიმებისთვის, სწორედ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მეც ამ დარგის წარმომადგენელი გახლავართ და სასიამოვნოა, რომ ისეთ დიდ ბრენდთან, როგორიც ვოლვოა, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს".
ვოლვო ქარ საქართველოს მულტიფუნქციურ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ვოლვოს ისტორიასა და ინოვაციებს, რომლებიც საგამოფენო კედელზე იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყო უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზნით ვოლვოს ინჟინერმა 1959 წელს შექმნა. უსაფრთხოების ღვედი ვოლვომ განზრახ არ დააპატენტა და უსასყიდლოდ გადასცა სხვა ავტომწარმოებლებს, რათა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა. ვოლვო მუდმივად ზრუნავს გარემოზეც და სწორედ მისი ინოვაციაა ლამბდა ზონდი, ბრმა ზონის მანიშნებელი და სხვა მრავალი. ასევე, ვოლვოს მკვლევართა სპეციალური გუნდი ჰყავს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიდის, ავარიის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს და შედეგების შესაბამისად ცდილობს, მეტი უსაფრთხოებისთვის ავტომობილის ტექნიკური მონაცემები გააუმჯობესოს.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები