მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ დედის ფულადი საჩუქრის წარმომავლობაზე საეჭვო ცნობა წარმოადგინა, აცხადებს TI
რა ხდება: მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ დედის ფულადი საჩუქრის წარმომავლობაზე საეჭვო ცნობა წარმოადგინა.
- ინფორმაციას ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) ავრცელებს.
დეტალები: უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის მიერ, მედიისთვის მიწოდებული ცნობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს დედამისის მიერ კონკრეტული კომპანიისგან მიღებულ შემოსავალს, შეუსაბამოა ამავე კომპანიის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებთან, აცხადებს TI.
პრობლემაა, რომ ორგანიზაციის მიერ შესწავლილი დოკუმენტის მიხედვით,
- მიქაუტაძის დედა, დარეჯან თავართქილაძე, სს "ბახტრიონიდან" 2019 წლის თებერვლის შემდეგ დივიდენდის სახით თვეში 17,054.78 ლარს იღებს მაშინ, როდესაც კომპანიის ფინანსური ანგარიშების თანახმად, მას 2019-2022 წლებში დივიდენდის სახით 2.5 ჯერ ნაკლები, თვეში დაახლოებით 6,900 ლარი უნდა მიეღო.
- კითხვები გიორგი მიქაუტაძის დედის შემოსავალთან დაკავშირებით გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დაადეკლარირა, რომ 2022-2023 წლებში დედამ 150,000 აშშ დოლარი აჩუქა. "აღნიშნული რიცხვი გამოითვლება სს “ბახტრიონის” 2022, 2021, 2020, 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებებში დაჯამებული დივიდენდების 4 წელზე და 12 თვეზე გაყოფით", — აკონკრეტებს ორგანიზაცია.
TI-ის განცხადებიდან: "ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სასამართლოს გაჯანსაღების მიზნით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ მექანიზმის შემოღებას მიქაუტაძე სასამართლოს სხვა გავლენიან მოსამართლეებთან და ხელისუფლებასთან ერთად ეწინააღმდეგება."
რა გვახსოვს მიქაუტაძის შესახებ:
- გიორგი მიქაუტაძის სახელთან არის დაკავშირებული მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, უკონკურსოდ დაწინაურების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ე.წ. 10-კაციანი სიის ფორმირებასთან დაკავშირებით;
- გიორგი მიქაუტაძის მდივნობის დროს ცნობილი გახდა, რომ წინა მდივნის პერიოდში, განადგურდა საბჭოს სერვერი და წაიშალა საბჭოს სხდომების არაერთი ჩანაწერი;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევიდან 7 თვეში, გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა;
- მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომლის მიერ განხილულ საქმეში, გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, მალევე უვადოდ დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე ისე, რომ გიორგი მიქაუტაძე მონაწილეობდა მის გასაუბრებაში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კრიტიკის შემდეგ კენჭისყრის ეტაპზე, მან თვითაცილების საკითხი დააყენა.
ფართო სურათში: საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგ არიან მიმართული მხოლოდ მმართველი პარტია ქართული ოცნება და სასამართლო სისტემის გავლენიანი პირები.
- მათ რიგშია საქართველოს უზენაესი სასამართლოც, რომელმაც 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში "შეშფოთება" გამოთქვა და განაცხადა, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლოსა და მოსამართლეების დამოუკიდებლობას ლახავს; 24 მარტს კი, ამ განცხადებას მხარი დაუჭირა 295-მა მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე.
რედაქციისგან: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები