ლუკაშენკო: ბელარუსი ომისთვის ემზადება
რა ხდება: ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსს არ სურს ბრძოლა, მაგრამ ომისთვის ემზადება. ამის შესახებ მან ქალაქ გროდნოში ყოფნისას განაცხადა, იუწყება სახელმწიფო სააგენტო ბელტა.
- "არავის დაუჯეროთ, რომ ჩვენ ბრძოლა გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულწრფელად ვლაპარაკობ — თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის", — განაცხადა მან.
დეტალები: მისივე თქმით, ბელარუსში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების წვრთნა, ჯარებს კი სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.
- "თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ, რომ სწორად ვიქცევით. თუ იქ დაიწყებენ ჩვენს ქებას, ეს კატასტროფაა", — თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ არავის ემუქრება: "არავისთვის დამუქრება არ გვჭირდება. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, რომ რაც გვაქვს, ეს დავამუშაოთ".
ფართო სურათში: ევროპარლამენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს ადანაშაულებს რუსული ჯარებისთვის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიწოდებასა და უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში.
- რუსეთი და ბელარუსი 2023 წელს შეთანხმდნენ, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდება ბელარუსის ტერიტორიაზე.
- 2023 წლის ბოლოს კი, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში უკვე განთავსდა.
- რუსეთის მიერ, უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსის ხელისუფლება მზად არის, ბელარუსის ტერიტორიაზე უზრუნველყოს რუსეთი, უკრაინაში ახალი შეტევისთვის.
- მან ასევე განაცხადა, რომ მზად იყო ომში წასულიყო, თუ უკრაინა ბელარუსს თავს დაესხმებოდა.
"მე მზად ვარ, კვლავ უზრუნველვყო რუსეთი ბელარუსის ტერიტორიით [უკრაინაზე] შეტევისთვის. მე, ასევე მზად ვარ, ვიბრძოლო რუსებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინიდან ერთი ჯარისკაცი მაინც შემოვა ჩვენთან, ჩემი ხალხის მოსაკლავად", — თქვა მან 2023 წლის თებერვალში.
ლუკაშენკომ მაშინაც თქვა, რომ ბელარუსი ემზადება ომისთვის, "რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ აგრესია არ განხორციელდეს."
- ამ განცხადებების ფონზე, უკრაინამ ბელარუსთან საზღვარი გააძლიერა.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბელარუსთან ბრძოლას არ აპირებს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები