ნაცისტურ SS-თან მსგავსების გამო, ადიდასმა 44-ნომრიანი მაისურების გაყიდვა შეწყვიტა
სპორტული სამოსის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Adidas-მა ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 44-ნომრიანი მაისურები გაყიდვიდან ამოიღო. მიზეზი მაისურზე გამოსახული რიცხვის მსგავსებაა ნაცისტური ორგანიზაცია შუცშტაფელის (SS) ლოგოსთან, რომელიც გერმანიაში აკრძალული სიმბოლოა.
შუცშტაფელი ნაცისტური რეჟიმის დროს მოქმედი პარამილიტარისტული ორგანიზაცია იყო, რომელიც ადოლფ ჰიტლერს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმარა. შუცშტაფელია მთავარი დამნაშავე ჰოლოკოსტშიც, რომელმაც ექვს მილიონამდე ებრაელი ადამიანი იმსხვერპლა. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის, ორგანიზაციის წევრები ნაცისტურ პარტიასთან ერთად გასამართლდნენ საერთაშორისო ტრიბუნალზე. შუცშტაფელის ლოგო, რომელზეც ძველგერმანული რუნებია გამოსახული, გერმანიაში დღეს კანონით აკრძალული სიმბოლოა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ადიდასის მაისურის ახალი დიზაინის პრობლემურობას გაუსვა ხაზი, გერმანელი ისტორიკოსი მიხაელ კენიგი იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც თავდაპირველი ვიზუალის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელშიც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ადიდასმა პროდუქტის გაყიდვა შეწყვიტა, ანტისემიტიზმი დაგმო და 4-ნომრის დიზაინის ცვლილებაც დააანონსა.
"ჩვენს ონლაინმაღაზიაში მაისურის პერსონალიზებას შევზღუდავთ", — აღნიშნავს ადიდასის წარმომადგენელი ოლივერ ბრიუგენი, — "როგორც კომპანია, ჩვენ აქტიურად ვუპირისპირდებით ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს, ძალადობას და სიძულვილის ნებისმიერ ფორმას".
ამ დროისთვის, ადიდასის საიტზე მაისურის პერსონალიზება სასურველი სახელითა და ნომრით შეუძლებელია. თავის ონლაინმაღაზიაში 44-ნომრიანი მაისურები გაყიდვიდან ამოიღო გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამაც.
ადიდასი კი სწორედ ფეხბურთის ფედერაციას და მის პარტნიორ 11Teamsport-ს ადანაშაულებს დაშვებულ შეცდომაში. საპასუხოდ, ფედერაციის წარმომადგენელი ფრანცისკა ვიულე ამბობს, რომ მაისურზე გამოსახული სახელისა და ნომრისთვის ფონტი 11Teamsport-მა შექმნა მათთან თანამშრომლობით, ჩართულმა მხარეებმა კი იმ დროისთვის ნაცისტურ სიმბოლოსთან მსგავსება ვერ დაინახეს. ვიულეს თქმით, ამჟამად მუშავდება ფონტის ახალი დიზაინი, რომელიც მოგვიანებით UEFA-მაც უნდა დაამტკიცოს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
კომენტარები