მიხეილ სააკაშვილი

4 Apr. 2024, 11:10

რაც შეეხება პროვოკაციას "უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე, "ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც "ოცნებასთან" ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს.

წერია მიხეილ სააკაშვილის სახელით, მის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასე ეხმიანება ხელისუფლების სურვილს, ისევ დააინიციიროს პარლამენტში რუსული კანონი, რომლითაც სურთ, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი "აგენტებად" გამოაცხადონ. ანალოგიური კანონის მიღება "ოცნებას" უნდოდა გასული წლის მარტში, რასაც მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტი, 7-8 მარტის ცნობილი აქციები და საბოლოოდ, კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  3. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  4. კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია
  5. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ

საგამოძიებო უწყებებში ადამიანების დაბარებაზე: პირველ რიგში, ეცადეთ, რომ როდესაც დაგიკავშირდებიან ტელეფონზე,…