თიბისი კონცეპტი თანამედროვე ხელოვანის, ქეთი კაპანაძის გამოფენას მასპინძლობს
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას საწამლავი წყვილისთვის. გამოფენის სათაური ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული.
ექსპოზიცია აერთიანებს ხელოვანის შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას, რომლებიც საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები და თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.
1990-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ კონცეპტუალურ ფოტოსერიასთან ერთად, გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა 1980-იანი წლების ნახატების სერია Anima Ex Machina — ქაღალდზე შავი გუაშით შესრულებული ნამუშევრები და ტექსტები, რომელთა შესრულებაც მან ავტომატური წერის სავარჯიშოს პრინციპით დაიწყო. ქაღალდის შემდეგ მან მუშაობა მუყაოზე გააგრძელა, ის შავი გუაშით დაფარა და ამ ფონზე თეთრი საღებავით ტექნიკური ნახაზები და დიაგრამების ტიპის ნამუშევრები დახატა. ხელოვანის აზრით, შავი სიბრტყე ის სივრცეა, რომელშიც ყველა ინფორმაცია ინახება, ამ სიშავიდან ამოტივტივებული დიაგრამები და ციფრები კი რებუსების მსგავსი ნახატების ფორმას იღებს. ნამუშევართა ნაწილი 80-იან წლებში დაიკარგა, თუმცა მოგვიანებით ნამუშევრების ფოტოებიდან განმეორებითი აღდგენა და სერიისთვის ახალი ნაწილის დამატება 2003-2004 წლებში მოხდა.
გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ფერწერული ტილო 2010 წლის სერიიდან აკაშას ქრონიკები. აკაშა სანსკრიტზე სივრცესა და ჰაერს ნიშნავს და შესაბამისად, სერიაში გაერთიანებული ნახატების ტექნიკური შესრულებაც სწორედ სივრცითა და ჰაერით გაჯერებული გარემოს წარმოსახვის მიზანს ემსახურება.
ქეთი კაპანაძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისში 1980-იან წლებში დაიწყო. ის მეათე სართულისა და მარჯანიშვილელების თაობაა, თუმცა ის ამ დაჯგუფებების წევრი არასდროს ყოფილა. იგი ერთ-ერთი პირველი ფემინისტი ხელოვანია, რომელიც თავისი იდენტობის კვლევასა და დეფინიციას 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში შესრულებული კონცეპტუალური ფოტოების სერიით შეეცადა. თიბისი კონცეპტში გამოფენილი ფოტოები მისი ერთგვარი ადრეული ავტოპორტრეტია, სადაც ძველებური სუნამოს ბოთლები, გატეხილი ფინჯანი, დამტვერილი კომოდი, თუთიყუშია გაერთიანებული.
ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ხშირად იფინება გერმანიაში, სადაც ის Baumann Stiftung-ის დახმარებით 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად. ის იყო Johannes Gutenberg University-ის (მაინცი, გერმანია) მიწვეული პროფესორი, მოგვიანებით 2020 და 2021 წლებში კი თავისუფალი უნივერსიტეტის, VAADS-ის სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები დაცულია ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებში როგორებიცაა: ბოხუმის მუზეუმი, შტუტგარტის სახელმწიფო გალერეა, კულტურის სამინისტრო შტუტგარტში, ევროპის საპატენტო ოფისი (მიუნხენი), ხელოვნების სახელმწიფო გალერეა გიოპინგენში, MMoma მოსკოვში. ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ასევე ინახება აშშ-ში ნენსი და ნორტონ დოჯის კოლექციაში Zimmerli Art მუზეუმში. ხელოვანი თბილისში იფინება გალერეა არტ ბიტში, ბონში კი გიზელა კლემენსის გალერეაში.
ქეთი კაპანაძე ცხოვრობს და მუშაობს გერმანიასა და საქართველოში.
გამოფენის კურატორი: ირინა პოპიაშვილი
გამოფენის გახსნა: 10 აპრილი, 2024 | 18:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 10 აპრილი - 30 მაისი, 2024
მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
კომენტარები