მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია 15 პარტნიორ უნივერსიტეტში — რჩევები აბიტურიენტებს
ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ უნივერსიტეტებში სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა 15 უნივერსიტეტში მოქმედებს. სტიპენდიატების შესარჩევ კრიტერიუმებს კი პარტნიორი უნივერსიტეტები თავად ადგენენ. მართალია, პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა, მის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო სწავლის დაფინანსება.
იმ აბიტურიენტებს, რომლებიც უნივერსიტეტების შერჩევის აქტიურ ფაზაში იმყოფებიან, სტიპენდიატები ურჩევენ, გაეცნონ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას, პარტნიორ უნივერსიტეტებს, მათ მიერ შემუშავებულ შესარჩევ კრიტერიუმებს და გამოიყენონ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
გიორგი კუჭავა, თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი:
გიორგი კუჭავა თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკას სწავლობს, სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შევსების შემდეგ კი გასაუბრება წარმატებით გაიარა. როგორც თავად ამბობს, მთავარი გამბედაობაა, რადგან ზოგჯერ კონკურენცია თავდაჯერებულობას გვაკარგვინებს:
"აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არასდროს შეიკავონ თავი მცდელობისგან, მიუხედავად დაბრკოლებებისა. შრომა ყოველთვის დაგიფასდება, ხანდახან შეიძლება ვერ ხედავდე კონკრეტულ შედეგს ან მიზანს, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო, მთავარია შენს ირგვლივ არსებული შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვა."
ვერიკო შელია, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტი"
ვერიკომ წარმატებით გადალახა შესარჩევი ეტაპები და საკმაოდ დიდი კონკურენცია დაძლია. როგორც თავად ამბობს, გასაუბრებისთვის წინასწარ არ მომზადებულა, უბრალოდ, სცადა, გულწრფელი ყოფილიყო:
"მიხარია, რომ გაწეული შრომა დამიფასდა. ჩემთვის სტიპენდია დამატებითი მოტივაციაა, რომ დიდი ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით გადავდგა ნაბიჯები კარიერული განვითარების გზაზე. აბიტურიენტებს ვურჩევდი, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, მიჰყვნენ ოცნებებს, მიზნებს და არასდროს დანებდნენ. აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც მათი შრომა დაფასდება, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას აირჩევენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, არასდროს შეწყვიტონ საკუთარი თავის ძიება და არ შეუშინდნენ გამოწვევებს."
ლილი კერესელიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტი:
ლილიმ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა, პროგრამის დარჩენილი საფასური კი საქართველოს ბანკმა დაუფინანსა. მისი აზრით, სტუდენტობის თუ აბიტურიენტობის პერიოდში მნიშვნელოვანია, პატარა წარუმატებლობებს უფლება არ მივცეთ, ჩვენს თავდაჯერებულობაზე იმოქმედოს:
"ძალიან სტრესულად მახსოვს წნეხი აბიტურიენტობის დროს, რომ აუცილებლად კარგ უნივერსიტეტში უნდა მოვეწყო, აუცილებლად 100%-იანი გრანტი უნდა ავიღო. გრანტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ არც გრანტის გარეშე სრულდება წარმატების გზა. თუ იმაზე ნაკლებ შედეგს მიიღებ, ვიდრე ელოდი, თავს ნუ უსაყვედურებ, ეცადე იპოვო, რა გაქვს გამოსასწორებელი და იმაზე იფიქრო, რომ წინ კიდევ ბევრი შანსია წარმატებისთვის."
საქართველოს ბანკი სტუდენტებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. გუნდში ამბობენ, რომ ინიციატივის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიატების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. სასტიპენდიო პროგრამისა და სხვა საერთაშორისო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.
გახსოვდეთ, რომ თქვენს ირგვლივ უსაზღვრო შესაძლებლობებია, მთავარია, არ გაჩერდეთ და არ შეწყვიტოთ ცდა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები