"ჰავანის სინდრომი" საქართველოში — ჟურნალისტური გამოძიების დეტალები
განხორციელდა თუ არა თბილისში, ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმა, რუსული სპეცსამსახურების მხრიდან? — ეს არის კითხვა, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც The Insider-ის PBS-ისა და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა.
საუბარია სპეციალურ არალეტალურ აკუსტიკურ იარაღზე, რომლის დასხივებაც ჯანმრთელობის აუხსნელ დაზიანებას იწვევს და ცნობილია, როგორც "ჰავანის სინდრომი".
ჟურნალისტების საგამოძიებო მასალა საქართველოში განვითარებული მოვლენების აღწერით იწყება და მასში ნათქვამია, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში, კერძოდ დიღომში მდებარე "ამერიკულ სოფელში", ამერიკის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმა განხორციელდა.
სტატიას თან ერთვის "ჯოის" კომენტარი, რომელიც დეტალურად აღწერს, განვითარებულ მოვლენებს. ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დიპლომატისა და მისი მეუღლის სახელები შეცვლილია.
რას ყვება "ჯოი" გამომძიებელ ჟურნალისტებთან?
"ჯოი" პროფესიით ექთანი, რომელიც ამერიკის საელჩოს ოფიციალური პირის, "ჰანტერის" მეუღლეა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს იხსენებს, რომ შემთხვევა 2021 წლის 7 ოქტომბერს მოხდა იმ დროს, როცა ის საკუთარ სახლში იმყოფებოდა და საშრობიდან სარეცხს იღებდა.
"ჯოი" ჰყვება, რომ ხმა, რომელიც მან გაიგო ძალიან ჰგავდა ომში ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ხმას. "უბრალოდ ყურები გამიხვრიტა" ამბობს "ჯოი" და იხსენებს, რომ გამაყრუებელი ხმა პირველად მარცხენა ყურში იგრძნო.
ჟურნალისტური საგამოძიებო მასალიდან ირკვევა, რომ მალევე "ჯოის" გამჭოლი თავის ტკივილი დაეწყო, სცადა ტკივილს გაქცეოდა, დატოვა სამრეცხაო ოთახი და სააბაზანოში შევიდა. "ჯოის" მონათხრობით, იმდენად ცუდად გახდა, რომ პირღებინება დაეწყო.
საგამოძიებო მასალის მიხედვით, ამის შემდეგ, "ჯოი" მეუღლეს, "ჰანტერს" ტელეფონით დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ უამბო. "ჯოის", ისე როგორც ამერიკის სხვა ოფიციალურ პირებსა და მათ მეუღლეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ, გავლილი აქვს შესაბამისი სწავლებები, თუ როგორ იმოქმედონ თავის დასაცავად ამა თუ იმ მდგომარეობაში. "შესაბამისად, მან კარგად იცოდა," — ნათქვამია გამოძიებაში, — "რა უნდა გაეკეთებინა მაშინ, როცა რაღაც კარგად არ იყო — დატოვე "იქს" ადგილი. "ჯოი ასეც მოიქცა, დატოვა ადგილი, სადაც ფიქრობდა, რომ რაღაც უჩვეულო მოხდა და ვითარებაში გარკვევა დაიწყო".
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ "ჯოი" შემდეგ ამოწმებს სახლთან არსებულ უსაფრთხოების კამერებს. კერძოდ, კამერას, რომელიც სახლის წინა კარს აკონტროლებს და ინტერესდება, იყო თუ არა იმ დროს ვინმე მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"ჯოიმ" ჟურნალისტებს უამბო, რომ კამერაში მის სახლთან, ზუსტად სამრეცხაო ოთახის პირდაპირ გაჩერებული "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაინახა. "ჯოი" ვითარებაში გასარკვევად სახლიდან გავიდა და მისივე თქმით, სწორედ ამ დროის დაინახა მაღალი, გამხდარი მამაკაცი. დიპლომატის ცოლი ჟურნალისტებს უყვება, რომ ის შეეცადა ამ პირისთვის სურათი გადაეღო და ტელეფონი მოიმარჯვა.
"მისი მზერა დავიჭირე, თითქოს მან იცოდა, რას ვაკეთებდი", — ამბობს "ჯოი" ჟურნალისტებთან საუბრისას. შემდეგ, მისი თქმით, აღნიშნული მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა. "ჯოიმ" ავტომობილისთვის ფოტოს გადაღება მოახერხა და სანომრე ნიშნები დააფიქსირა.
ვინ ნახა "ჯოიმ" თბილისში?
"ჯოი" ჰყვება, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ, აღნიშნული პირი არ უნახავს მანამ, სანამ მომხდარიდან 3 წლის თავზე, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლის, ალბერტ ავერიანოვის ფოტო არ აჩვენეს. ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს, რომ ავერიანოვი "გრუს" დივერსიული რაზმის — 29155-ის დანაყოფის თანამშრომელია.
პირი, რომელიც როგორც "ჯოი" ჰყვება თბილისში ნახა, ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებით, რიგითი რუსი ჯაშუში არ არის. მისი მამა გენერალი ანდრეი ავერიანოვია, რომელიც ახლა "გრუს" დირექტორის მოადგილეა. 29155 ქვედანაყოფის სახელს კი მსოფლიოში ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება, იქნება ეს დიდ ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლა, თუ ჩეხეთში, საბრძოლო მასალების საწყობში, 2014 წელს მომხდარი აფეთქება. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ ალბერტი, რომელსაც "გამორჩეული გარეგნობა" აქვს, ამასთან ერთად, "ერთ-ერთ საუკეთესო აგენტად" არის მიჩნეული.
"ჯოი" იხსენებს, რომ დიღომში მან ნამდვილად ალბერტი ნახა და როგორც კი ფოტოს შეხედა, მაშინვე ამოიცნო პირი, რომელიც მის სახლთან იმყოფებოდა. "აბსოლუტურად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჰგავს იმ კაცს, რომელიც ქუჩაში ვნახე", — ამბობს ის.
"ჯოის" მეუღლე "ჰანტერი", როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაშია აღნიშნული, თბილისში, ამერიკის საელჩოში, იუსტიციის დეპარტამენტის ატაშეა. ამავე ცნობით, ისინი თბილისში მისიის ფარგლებში 2020 წლის თებერვალში ჩავიდნენ მაშინ, როცა ქვეყანაში "კოვიდ-19-ის" პანდემიის გამო შეზღუდვები იყო დაწესებული.
ჟურნალისტური გამოძიება ასევე დეტალურად აღწერს სხვა შემთხვევებს და დეტალურად გვიამბობს "ჰავანის სინდრომის" შესახებ. მასალაში ნათქვამია, რომ ეს ტერმინი რუსეთის სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია როგორც "ულტრაბგერითი და რადიოტალღებზე დაფუძნებული ენერგო მოწყობილობა".
კრემლის პასუხი ბრალდებებზე
ორშაბათს კრემლმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ რუსული სამხედრო დაზვერვა, შესაძლოა, იდუმალი "ჰავანის სინდრომის" დაავადების უკან იდგეს.
"ეს სულაც არ არის ახალი თემა. მრავალი წლის განმავლობაში, პრესაში გაზვიადებული იყო ეგრეთ წოდებული "ჰავანის სინდრომის" თემა და თავიდანვე რუსულ მხარეს სდებდნენ ბრალს", — განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
"მაგრამ, არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ. ამიტომ, ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა მედიის უსაფუძვლო, უსაფუძვლო ბრალდებები",— თქვა პესკოვმა.
ამერიკის სადაზვერვო გამოძიებამ, რომლის დასკვნებიც გასულ წელს გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი ამ დაავადებაზე.
პირველად "ჰავანის სინდრომი" 2016 დაფიქსირდა, როდესაც ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს უცნაური სიმპტომები დაეწყოთ კუბის დედაქალაქ ჰავანაში. დაავადების სიმპტომებია შაკიკი, გულისრევა, მეხსიერების დაქვეითება და თავბრუსხვევა.
"ინსაიდერის" გამოძიებაში ნათქვამია, რომ "ჰავანის სინდრომის" სიმპტომების პირველი შემთხვევა, შესაძლოა, 2016 წლამდეც დაფიქსირებულიყო. გამოძიება ამბობს, რომ "სავარაუდოდ, თავდასხმები ორი წლით ადრე ფრანკფურტში, გერმანიაში მოხდა, როდესაც ამერიკის მთავრობის თანამშრომელი, რომელიც იქ საკონსულოში მუშაობდა, ძლიერი ენერგიის სხივის მსგავსმა რამემ, უგონო მდგომარეობაში ჩააგდო".
ამერიკის კონგრესმა 2021 წელს მიიღო ჰავანის აქტი, რომელიც უფლებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსა და ამერიკის სხვა სამთავრობო უწყებებს, ფულადი დახმარება გადასცენ იმ ადამიანებსა და მათ ოჯახებისთვის, ვინც ამ დაავადებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დასნეულდნენ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები