SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ და მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
საქართველოს ბანკმა, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, მორიგი ჯილდო მოიპოვა. ამჯერად მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტომ (SME Banking Agency) საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი და ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რეგიონულ რეიტინგში საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი 60-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტს შორის მეორე ადგილს იკავებს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი კი რეგიონში წამყვან 10 საბანკო აპლიკაციას შორის მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ SME Banking Agency ანალიტიკური გამოცემაა, რომელიც ყოველწლიურად ავლენს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტისთვის საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტ და მობილ ბანკის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს. ამჯერად SME Banking Agency-ის ექსპერტთა საბჭომ საერთაშორისო კვლევა წარადგინა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბიზნესებსთვის განკუთვნილი ინტერნეტ ბანკების ეფექტურობა შეაფასა.
კვლევის მეშვიდე გამოცემის ფარგლებში, სააგენტომ გააანალიზა 60 ბანკი (62 ინტერნეტ ბანკი), რომლებიც აქტიურად მუშაობენ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტთან 9 ქვეყანაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში. სწორედ ამ კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა აღნიშნულ რეგიონებში ბიზნესისთვის საუკეთესო ონლაინ ბანკები.
რაც შეეხება მობილბანკის კატეგორიას, ამ მიმართულებით SME Banking Agency-ის ექსპერტებმა საწყის ეტაპზე შეარჩიეს მინიმუმ 10 ათასი ჩამოტვირთვისა და მინიმუმ 3.5 რეიტინგის მქონე აპლიკაციები (საშუალო მონაცემები GooglePlay-ისა და AppStore-ის მიხედვით). ამგვარად, კვლევის მოკლე სიაში 8 ქვეყნიდან 33 მობილური საბანკო აპლიკაცია მოხვდა. თითოეული განაცხადი კი 112 კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა.
"ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუდმივად განვავითაროთ პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება. ამ პროდუქტების რეგიონულ დონეზე აღიარება კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არ ვჩერდებით და მომხმარებლებს ვაწვდით მათ ინტერესებზე მორგებულ, ეფექტიან ხელსაწყოებს საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი და ბიზნეს მობილბანკი ერთ-ერთი ნაწილია ბანკის მასშტაბური ციფრული ეკოსისტემის, რომელიც მუდმივად ვითარდება და პასუხობს ტექნოლოგიური ინდუსტრიის და ბიზნესის მოთხოვნებს", — ამბობს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე.
ცნობისთვის, ანალიტიკური გამოცემა SME Banking Agency ეკუთვნის SME Banking Club-ს, რომელიც არის საერთაშორისო პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. პლატფორმა აძლევს მათ საშუალებას, ერთმანეთს ინფორმაცია, ანალიტიკა და გამოცდილება გაუზიარონ. ამასთან, პლატფორმა სწავლობს, თუ როგორ ვითარდება ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ბაზრები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
დაიწყე ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის გამოყენება ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები