დაძაბულობა ადიგენში: მუსლიმებისთვის ლოცვის უფლების შესაზღუდად, მართლმადიდებლები ისევ შეიკრიბნენ
მოკლედ: დაძაბულობაა ადიგენის შესასვლელთან, ადგილობრივი მართლმადიდებლები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ და მუსლიმებს არ მისცეს საშუალება, მისულიყვნენ იუსუფ მიქელაძის სახლში, სადაც ისინი პარასკევის ლოცვას აღავლენენ.
- ინფორმაციასTOK TV ავრცელებს.
დეტალები: მედიის თანახმად, ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე მუსლიმ თემთან შესახვედრად პროტესტის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ მივიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი დაბა ადიგენში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან:
- "მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", — აცხადებს უწყება.
წინაისტორია: ადიგენში, მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება მარტშიც მოხდა. 8 მარტს, მათი დაპირისპირების მიზეზი იუსუფ მიქელაძის სახლი იყო, სადაც ბოლო წლებია, ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და პარასკევის ლოცვას აღავლენენ.
- საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ სახლის, სადაც მედრესეა (მუსლიმანური სასწავლებელი), "მეჩეთად გადაქცევას" და იქ ყოველ პარასკევს ლოცვის ჩატარებას არ დაუშვებდნენ.
- იუსუფ მიქელაძის სახლთან შეკრებილთა შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.
- გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანდა თუ როგორ მიმართავს ერთ-ერთი სასულიერო პირი შენობაში მყოფ პირს.
- "გამოდი, გამოეთრე გარეთ", "გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი", — ისმის ვიდეოში.
გამოხმაურებები: მომხდარ ფაქტს, 9 მარტს, სახალხო დამცველი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა".
ასევე, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SJC) სახელმწიფოს რელიგიური თანასწორობის და სოციალური მშვიდობის დასაცავად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
- SJC-ის მიხედვით, ქართველი მუსლიმი თემი უკვე 10 წელზე მეტია ფიზიკური, სოციალური და სიმბოლური ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების გამოცდილებებს აწყდება.
მომხდარს გამოეხმაურა სამოქალაქო პლატფორმა არა-ფობიას, ის წერდა, რომ გამოძიება არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ იუსუფ მიქელაძის სახლთან გადაღებულ ვიდეო-მასალაში ჩანდა შესაძლო დანაშაულის ნიშნები:
- სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 151 — მუქარა;
- მუხლი 155— რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელშეშლა;
- და მუხლი 156 — დევნა.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები