ილიაუნის სტუდენტები, საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, სამართლის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობენ
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს, საქართველოს ბანკი საერთაშორისო კონკურსზე ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდის სპონსორია.
ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესზე, ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვა. ახლა კი საერთაშორისო რაუნდში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში 30 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით იმართება. ფინალში საქართველოს წარადგენენ: ქეთევან ბეჟანიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, მარიამ ბიბილაური, მარიამ სხვიტარიძე.
ჯესაპის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია საერთაშორისო სამართალში, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს.
კონკურსის ფორმატი და შინაარსი მრავალფეროვანია. ის მოიცავს როგორც წერილობით ნაშრომებზე მუშაობას, ისე ზეპირ გამოსვლებს იმიტირებულ პროცესებზე.
აღსანიშნავია, რომ გუნდს მენტორობას საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, თინათინ გოლეთიანი უწევს, რომელსაც აკადემიური სწავლების 10-წლიანი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.
"ეროვნულ რაუნდებში გამარჯვება, რასაკვირველია, დიდ შრომასა და ძალისხმევას საჭიროებს. კონკურსის სპეციფიკა თითოეული სამართლებრივი საკითხის დეტალურ ანალიზს მოითხოვს. გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა პროფესიული განვითარების მოტივაციამ, ვინაიდან ჯესაპის კონკურსი სტუდენტებს ინტენსიური მუშაობის შედეგად განვითარებისა და პროფესიული თუ პიროვნული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ისტორიაში ეს პირველი გამარჯვებაა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის ეროვნულ ეტაპზე საქართველოში. კომპლექსურ კაზუსზე 6-თვიანი მუშაობის შედეგად, შესაძლებლობა მოგვეცა, რომ განგვევითარებინა აკადემიური წერის, სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარები",— აღნიშნავს თინათინ გოლეთიანი.
ამბობს, რომ საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობა როგორც ქვეყნისთვის, ისე გუნდის მონაწილეების კარიერული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"საქართველოს ბანკის ჩართულობამ ჩვენი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. საქართველოს სახელით აშშ-ში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას საქართველოს ბანკის თანადაფინანსების გარეშე ვერ შევძლებდით, რაც კიდევ უფრო გვაძლევს მოტივაციას, რომ პროფესიული წინსვლის გზაზე მეტი თვითრწმენით, ენთუზიაზმითა და შემართებით ვიასპარეზოთ საერთაშორისო კონკურსზე",— განმარტავს თინათინ გოლეთიანი.
საქართველოს ბანკის ხედვით, განათლება უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. შესაბამისად, ბანკის გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას შესაძლებლობები იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს CSR.BOG.GE
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები