სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ქართველ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ
სომხეთის მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოხატა "მტკიცე სოლიდარობა“ ქართველი კოლეგების მიმართ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ დააბრუნა დღის წესრიგში საკამათო კანონპროექტი, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ.
პარასკევს, 5 აპრილს, 20-ზე მეტმა ორგანიზაციამ და პირმა მოაწერა ხელი განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ "უცხოური გავლენის“ კონცეფცია ასოცირდება "შეთქმულების თეორიებთან, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და უდანაშაულოების დევნისთვის“, როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გამბედაობას, დაუპირისპირდეთ საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ და მუდმივ ძალისხმევას, შეზღუდოს სამოქალაქო თავისუფლებები და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვის სახით, ასევე, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახალი შემოტანით”, — ნათქვამია განცხადებაში.
ავტორებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია "პროდემოკრატიული ძალების" გაერთიანება და წინააღმდეგობის გაწევა რეგიონში დემოკრატიის შესუსტების მცდელობებისთვის.
”ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება ღრმად და არსებითად არის ფესვგადგმული ჩვენს საზოგადოებებში და ისტორიის ყველაზე ბნელ დროსაც კი, ამისთვის ბრძოლა არასოდეს ყოფილა შესუსტებული”, — წერია განცხადებაში.
განცხადების ერთ-ერთმა ხელმომწერმა, საჯარო ჟურნალისტიკის კლუბის პრეზიდენტმა სედა მურადიანმა განუცხადა OC Media-ს, რომ ასეთი მოვლენები საშიშია და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას რეგიონში, რომელიც ორივე ქვეყანაში დაუცველია.
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოცხადება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ამ სიტუაციაში, რათა მათ თავი მარტოდ არ იგრძნონ რეგიონში“, — განაცხადა მურადიანმა. "ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ სხვა მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა მიიღონ, რადგან ამ მხრივ, რეგიონის სხვა ქვეყნებში, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა."
"ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოებებს შორის მრავალი წელია, ძალიან ძლიერი კავშირებია“, — თქვა იზაბელა სარგსიანმა, რომელიც განცხადებას შეუერთდა. მან OC Media-ს განუცხადა, რომ როდესაც 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო, ქართველებისა და აფხაზების ჯგუფმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც ომის შეწყვეტის აუცილებლობაზე იყო საუბარი.
მან, ასევე, თქვა, რომ 2008 წელს ერევანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციების დროს, მან მიიღო პირდაპირი მხარდაჭერა ქართველი კოლეგებისგან.
"მაშინ ჩემმა ქართველმა კოლეგებმა და მეგობრებმა, ჩვენი კარვისთვის, ყვავილები გამოგვიგზავნეს. ისინი ყოველთვის გვიჭერდნენ მხარს", — თქვა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები