კიდევ ერთი მოსამართლე "კლანიდან" — ლევან მიქაბერიძე დეკლარაციაში ცოლის ქონებას მალავს
რა ხდება: ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) აცხადებს, რომ ლევან მიქაბერიძე, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრია, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მეუღლის უძრავ ქონებებს მალავს.
რა გვახსოვს მიქაბერიძეზე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. უვადო მოსამართლედ ის 2019 წლის დეკემბერში აირჩიეს.
- პარლამენტში გასაუბრებისას მიქაბერიძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობის აღქმა არ აქვს.
- გარდა ამისა, გასაუბრების მომენტისთვის მიქაბერიძე 37 წლის იყო, თუმცა მიაჩნდა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე 40 წლიდან უნდა ინიშნებოდნენ.
დეტალები: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან მიქაბერიძის ცოლს, ზეინაბ ჭელიძეს ეკუთვნის მიწის ნაკვეთები, რომლებიც კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა აესახა მიქაბერიძეს დეკლარაციაში, თუმცა არ ასახა.
- საუბარია 984 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ სახლზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.
- და ასევე, 520 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ლევან მიქაბერიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, — განმარტავს TI.
- ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს.
- საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სასამართლოს გაჯანსაღების მიზნით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების გადამოწმებაა.
კონტექსტი: კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგ არიან მიმართული მხოლოდ მმართველი პარტია ქართული ოცნება და სასამართლო სისტემის გავლენიანი პირები.
- მათ რიგშია საქართველოს უზენაესი სასამართლოც, რომელმაც 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში "შეშფოთება" გამოთქვა და განაცხადა, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლოსა და მოსამართლეების დამოუკიდებლობას ლახავს.
რა უნდა ვიცოდეთ კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ: ამის შესახებ არა მხოლოდ ევროპელი პარტნიორები, არამედ საქართველოს ორგანული კანონიც საუბრობს, რომლის მიხედვით, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:
- პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
- დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
- პიროვნული და პროფესიული ქცევა;
- პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;
სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატთან მიმართებით, ამ მახასიათებლებს "ფინანსური ვალდებულება" ემატება. შემფასებლები ითვალისწინებენ ინფორმაციას მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ.
კანონი განმარტავს, რომ პირის ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მისი ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც, შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას. მეტი
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები