ბიუროს სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ხმაურია
რა ხდება: პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, დეპუტატები რუსულ კანონს განიხილავენ.
- ბიუროს სხდომას უძღვება ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ის შეხვედრებს მართავს ცენტრალურ აზიაში.
დეტალები: სხდომაზე ხმაურია, ოპოზიციონერი დეპუტატები ახსენებენ მმართველ ძალას, რომ ამ კანონის გამო ევროკავშირმა საქართველოს არაერთხელ მიუთითა, რომ ის ევროინტეგრაციისთვის საფრთხისშემცველი იყო.
თეონა აქუბარდიამ, ასევე, მოითხოვა, ეს კანონპროექტი განიხილონ არამხოლოდ იურიდიულ, არამედ — ადამიანის უფლებების, თავდაცვისა და ევროინტეგრაციის კომიტეტებში.
- ამასთან, ის ითხოვს ალტერნატიულ კანონზე მსჯელობასაც.
"მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ. ალტერნატიული კანონის მიზანი, ისევე როგორც ევროპაში და ამერიკაში არის ის, რომ ეროვნული უსაფრთხოება იყოს დაცული. ამ მოცემულობაში, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეს სუსი-ს ანგარიშებით, მთავრობის დოკუმენტებით არის რუსეთი, გთხოვთ, ალტერნატიულ კანონზე ვიმსჯელოთ, იმ გზით რა გზითაც მიდის საფრანგეთი, რა გზითაც წავიდა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი. ტოლობის ნიშანი არ დავსვათ მტერსა და მეგობარს შორის, რასაც თქვენ აკეთებთ", — თქვა აქუბარდიამ.
რუსული კანონპროექტის რეგისტრაციაში გატარებასაც კი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებად მიიჩნევს ანა ნაცვლიშვილი.
ის ამბობს, რომ განმარტებით ბარათში "ტყუილები წერია".
- "აქ წერია, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ეს არის დეზინფორმაცია.
- მე ხელთ მაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზუსტად ასეთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო მიღებული რუსეთში, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლომ მიიღო ვერდიქტი და თქვა, რომ ეს კანონი არის ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო და რუსული.
- ხელთ მაქვს ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც ზუსტად ასეთი კანონი, ორბანის კანონი გააუქმა.
- აქ წერია ტყუილი. ეს არ არის კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბიურომაც კი რომ დაარეგისტრიროს ეს კანონი, ეს არის ამ ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული მომავლის ღალატი", — თქვა ნაცვლიშვილმა.
გაიგეთ მეტი ამ თემაზე: რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
აქცია პარლამენტთან: ბიუროს სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს — ისინი აპროტესტებენ რუსული კანონის განხილვის დაწყებას პარლამენტში და ასევე, მოითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას, რომლის დასკვნითი სხდომა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს.
- გრიგორიადისი სხდომაზე დისტანციურად ჩაერთვება.
ამასთან, დღეს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს ონლაინმედიის წარმომადგენლები, იმის მიუხედავად, რომ მათ ჰქონდათ აკრედიტაციები, ან ერთჯერადი საშვები.
კონტექსტი: 3 აპრილს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ ოცნება ისევ აპირებს, "უცხო აგენტად" გამოაცხადოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
- მდინარაძის თქმით, "კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო".
- გასული, 2023 წლის მარტში ანალოგიური კანონპროექტის ინიციირებას საზოგადოება პარლამენტის წინ აპროტესტებდა, სამართალდამცავებმა კი ისინი რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
- შემდეგ, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები