როგორია სწავლა Miami Ad School Europe-ში — გაეცანი საქართველოს ბანკისა და MASE-ს სტიპენდიატის გამოცდილებას
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 2020 წლიდან, ბანკი, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის 100%-იანი დაფინანსება გერმანიაში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრეატიულ სკოლაში — Miami Ad School Europe-ში პორტფოლიო პროგრამაზე სასწავლებლად.
საქართველოს ბანკისა და MASE-ს ინიციატივის ფარგლებში, ყოველწლიურად სტიპენდიის ერთი გამარჯვებული ვლინდება. შედეგად, ჯამში უკვე 4 სტიპენდიატი სწავლას გერმანიაში, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით აგრძელებს.
2023 წლის კონკურსის გამარჯვებული სოფი ივანიშვილი გახდა, რომელიც ბერლინში გაემგზავრა და ამჟამად Art Direction-ის მიმართულებით სწავლობს.
როგორც სოფი ამბობს, მაიამის სკოლის შესახებ მეგობრისგან გაიგო და იქაური თავგადასავლებითა და ამბებით შთაგონებულმა ბევრჯერ შეავსო აპლიკაცია, თუმცა 2023 წლის ივნისამდე გაგზავნას ვერ ბედავდა. როცა ეს ნაბიჯი გადადგა, პირველივე ცდაზე 160 აპლიკანტს აჯობა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია მოიპოვა.
მაიამის კრეატიულ სკოლაში სწავლისა და უცხო ქალაქში ცხოვრების გამოცდილებას ახლა სოფი სხვებს უზიარებს:
მოლოდინები:
"შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მოლოდინი გამიმართლდა. ვსწავლობ საგნებს, რომლებიც სულ მაინტერესებდა, მაგრამ დროს და სივრცეს ვერ ვპოულობდი, რომ მესწავლა. კურიკულუმი მრავალფეროვანია, 5 საგანს ვსწავლობთ, ხუთივე განსხვავებული და თანამედროვე კრეატიულ ინდუსტრიაში საჭირო საგანია. ბევრ საინტერესო ადამიანთან მიწევს ყოველდღიურად ურთიერთობა და ამ ურთიერთობითაც ბევრს ვსწავლობ. საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან საუბარი, იდეების მიმოცვლა ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია."
სწავლის პროცესი:
"მაიამის სკოლაში საკმაოდ დატვირთული და ცოცხალი გრაფიკი გვაქვს. ყოველდღე გვაქვს ლექცია და დავალება, ანუ ყოველი ლექციის შემდეგ რაღაც ახალი და შენეული უნდა შექმნა. ტრადიციული სასწავლო მოდელისგანაც სწორედ ამით განსხვავდება — აქ სწავლება პრაქტიკულ ცოდნას ეფუძნება, თეორიებსაც სწავლობ, მაგრამ მთავარ გამოცდილებას შენივე იდეებზე მუშაობით იღებ. სწავლის დასრულების შემდეგ გრჩება არა მხოლოდ კარგი თეორიული ცოდნა, არამედ პორტფოლიო, რომელიც შეგიძლია მსოფლიოს წამყვან სააგენტოებში წარადგინო."
ბერლინი:
"არასდროს მიფიქრია, რომ უამინდო ბერლინი ჩემი ქალაქი იქნებოდა, მაგრამ იმაზე საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. აქ ყველას შეუძლია იპოვოს თავისი კუთხე, თითქოს ერთი ქალაქი ბევრ სხვადასხვა ქალაქს იტევს და აერთიანებს. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა საინტერესო, ვისაც კულტურა და ხელოვნება აინტერესებს, უყვარს კინო, მუსიკა, მუზეუმები, ფესტივალები. ქალაქსა და ახალ კულტურას ნელ-ნელა ვეცნობი, გარემოსთან ადაპტირებაც არ მიჭირს."
როგორც ამბობს, MASE-ს დასრულების შემდეგ სურს, თანამშრომლობა რომელიმე საერთაშორისო სააგენტოსთან გააგრძელოს კრეატიული მიმართულებით, თუმცა გამოცდილების მიღების შემდეგ კარიერის გაგრძელებას საქართველოში განიხილავს.
სოფი იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ბედავენ ნაბიჯის გადადგმას, ურჩევს:
"საუკეთესო განცდაა, როდესაც საკუთარ შიშებს უსწორებ თვალს და კომფორტის ზონიდან გამოდიხარ, ამ დროს პოულობ ძალას, რომელიც არც გეგონა, რომ გქონდა, არავის და არაფერს დაუჯეროთ, რომ რამე არ შეგიძლიათ და საკმარისად კარგები არ ხართ."
საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe-თან უკვე 4 წელია თანამშრომლობს და ნიჭიერ ახალგაზრდებს ბერლინის საუკეთესო კრეატიულ სკოლაში 100%-იანი დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 12 მაისს დასრულდება. აპლიკაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სოფის ამბავი ამტკიცებს, რომ ყველა თავგადასავალი და წარმატება ცდითა და გამბედაობით იწყება. ამიტომ, გამოცადეთ საკუთარი შესაძლებლობები, არ გაჩერდეთ და გახსოვდეთ, რომ საუკეთესო წინ არის!
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები