ადამიანები, რომლებიც არ ჩერდებიან — ბუდუ ზივზივაძე
პირველად, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ამ შედეგის მისაღწევად ძალიან რთული, გამოწვევებით სავსე გზა გაიარა — ჯერ ერთა ლიგის ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი, მერე თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ლუქსემბურგი დაამარცხა (2-0), ბოლოს კი კვლავ თბილისში 120-წუთიანი უგოლო ფრეს შემდეგ საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო (4-2).
ამ ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი გამორჩეული გმირი ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი — ბუდუ ზივზივაძეა. სწორედ მან მოახერხა ნახევარფინალში დუბლის გატანა, ფინალში კი მაყურებელს წარმოუდგენელი ენთუზიაზმითა და თავდადებული თამაშით დაამახსოვრა თავი.
თითოეულ ეპიზოდში ჩანდა მისი დამოკიდებულება, თუ რამდენად იაზრებდა ამ თამაშის მნიშვნელობას და ეს გააზრება როგორ სწორად გამოიყენა თავის სათამაშო უნარებში.
ფეხბურთში ამბობენ, რომ კარგი საფეხბურთო და ადამიანური უნარების ერთობლიობა ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც უნდა ჰქონდეს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს, რათა ნაკრები იყოს გუნდი, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს. ბუდუ იდეალურად ერგება ამ აღწერას — როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, "ბუდუ ტაქტიკურად კარგად განსწავლული ცხრიანია, კარგი პასითა და გოლის ალღოთი, ის გამორჩეულად კარგი პიროვნებაა, დადებითი ემოციებისა და ჯანსაღი მენტალობის მატარებელი, რაც კარგად აისახება გუნდზეც.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდ. მაკედონიასთან გამართულ შეხვედრაშიც დავინახეთ მისი გამორჩეული ხასიათი, როდესაც მეკარესთან, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე დარჩენილმა ხვიჩა კვარაცხელიას პასი ჩააწოდა და ცარიელ კარში გაატანინა გოლი."
"მაგ პასის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში და ვიგრძენი ძალიან დიდი სიყვარული ქართველი ხალხისგან. ყოველთვის გავცემ პასს თანაგუნდელზე, თუკი ის უკეთეს მდგომარეობაშია, ეროვნულ ნაკრებში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანს გოლს, მთავარია, რომ გოლი გავიდეს. იმ შეხვედრაში ჩრდ. მაკედონიასთან პირველად ვიყავი ძირითად შემადგენლობაში და საბოლოოდ, ჩემთვის უბედნიერესი დღე იყო. სავსე დინამო არენა პირველად სკანდირებდა ჩემს სახელს, ეს ენით აღუწერელი სიხარულია."
ბუდუს კარიერა 35-ე სკოლაში დაიწყო, სადაც მისი კარგი თამაში თბილისის დინამომაც შენიშნა და 2012 წელს გუნდშიც აიყვანა. ქართულ საფეხბურთო სივრცეში გამოსარჩევია 2016 წლის სეზონი, როდესაც ბუდუ ზივზივაძის ლიდერობით სამტრედია გახდა ეროვნული ლიგის გამარჯვებული. რაც შეეხება ევროპულ კარიერას, იყო რამდენიმე უნგრული კლუბი (მეზოკოვეშდი, ფეჰერვარი, უიპეშტი), შარშან კი ბუდუმ საკუთარი თავი იპოვა გერმანულ ფეხბურთში — ბუნდესლიგა 2-ის კარლსრუეში, სადაც 33 თამაშში 11 გოლი დაუგროვდა, გოლების უმრავლესობა ახალ სეზონში შეაგდო, ფორმა აკრიფა და მარტის თამაშებს შეხვდა საუცხოოდ მომზადებული.
"გერმანულ ფეხბურთში ქართველებს განსაკუთრებულად აფასებენ და დიდ პატივს სცემენ — ალექსანდრე იაშვილი დღემდე ახსოვთ და უყვართ ჩემს კლუბში, ის კარლსრუეს ლეგენდაა, გუნდის ავტობუსზეც კია მისი სახელი დატანილი, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. ჩემი ყველა გოლი ეძღვნება ჩემს ოჯახს და გოლის აღნიშვნის დროს თითებით გამოსახული გულიც ჩემი ოჯახისთვისაა. ყველაზე რთულ მომენტებში მოტივაციას მაძლევს სწორედ ჩემი ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ყოველთვის გვერდით მიდგანან; მერე მოდის საკუთარი თავი და თვითგანვითარება; ბოლოს კი, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ეროვნული ნაკრების კანდიდატობაც კი დამატებითი მოტივაციაა."
გოლები, საგოლე გადაცემა, მარგი ქმედების კოეფიციენტი — ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთად მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაფერი ცალ-ცალკე და ერთად კარგავს აზრს, თუ არ გამონახავ საკუთარ თავში ძალას, რომელიც არ გაგაჩერებს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები