9 აპრილის გმირები: ევროინტეგრაცია 9 აპრილს დაწყებული გზის გაგრძელებაა
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლის თავზე, ახლა საქართველო ყველაზე ახლოსაა იმ ისტორიულ მიზანთან, რომელსაც 1989 წელს ათობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. დღეს, საქართველოს აქვს შანსი დაუბრუნდეს ისტორიულ ოჯახს, როგორც ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა.
9 აპრილს გადარჩენილი, ყოფილი მორაგბის გუგა გეგენავას თქმით — საქართველოს ადგილი, იყო და არის დასავლურ და თავისუფალ სამყაროსთან ერთად.
"ეს არის ის დღე, რომელმაც დაგვანახა, რომ მთავარია თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილის მოვლენები იყო სპონტანური, ძალიან კარგად გააზრებული და გათვითცნობიერებული გვქონდა, რომ ეს გზა, ჩვენი გეოგრაფიული თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არის მხოლოდ დასავლეთისკენ", — ამბობს გეგენავა, რომელმაც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რაგბის გუნდთან ერთად, 9 აპრილის ღამეს — ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა რუსული ნიჩბებით სიკვდილს.
თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის, წლების წინ დაწყებული ბრძოლა, ახლა ჩვენ ქმედით ნაბიჯებში უნდა ვთარგმნოთ, უნდა მოვითხოვოთ ის რეფორმები, რომელიც საჭიროა საბოლოო მიზნისთვის. არაერთი სიცოცხლე შეეწირა ამ მიზანს, მათ შორის ბებიაჩემის — ამბობს 9 აპრილს გარდაცვლილი, 61 წლის ზაირა კიკვიძის შვილიშვილი, ანა, ზაირა ალბუთაშვილი.
"ყოველი ასეთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია ახლა უკვე ევროკავშირში ინტეგრაციასთან და ჩვენი ქვეყნის უკეთეს და ნათელ მომავალთან, არის ფაქტობრივად იმის გაგრძელება, რაც დაიწყო, 9 აპრილს. თუ მაშინ ბევრი რამე გაუცნობიერებელი და სპონტანური იყო, დღეს გვაქვს ნათელი კიბე, რომელიც უნდა გავიაროთ, ეს კიბე არის ცხრა ნაბიჯი, რომელიც კონკრეტული ეტაპებია: რეფორმები, რომელიც გადასადგმელია, გადასალახია. ისინი მიგვიყვანენ იმ მიზნამდე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია", — განმარტავს ანა.
ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ფასზე ევროპაში საუბრობს 9 აპრილს კიდევ ერთი მონაწილე, გოგონა შეუპოვარი გამოხედვით და ხელში სამგლოვიარო დროშით — ნანა მახარაძე, ემიგრაციამ ნანას დაანახა, რომ ევროპაში აინტერესებთ საქართველოს ტრადიცია, და ისტორია.
"მთავარი რაც ევროპამ მასწავლა არის ის, რომ იქ აინტერესებთ ჩვენი, როგორც ქართველის უნიკალობა, ტრადიცია და ისტორია. შეიძლება მაშინ, აპრილში, იქ რომ ვიდექით ასე შორს არ ვიყურებოდით, მაგრამ იმ წუთას, იმ ადგილას სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით. ისე როგორც ახლაც ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ევროინტეგრაცია", — ამბობს მახარაძე. ის აქვე დასძენს, რომ საქართველოს უკვე ჰყავს ახალი თაობა, თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული, ფერადი თაობა, რომელმაც ზუსტად იცის რა არის მისთვის პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტია, საქართველოს მომავალი ევრიპასთან ერთად.
საქართველოს ევროკავშირისგან მიღებული აქვს 9 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც გადამწყვეტია, ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად.
ევროკავშირი გველოდა — მივიყვანოთ საქმე ბოლომდე ახლა!
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები