ვუსმენთ, როდესაც სტუდენტები გვიყვებიან, რა უჭირთ? ფოტორეპორტაჟი
რა მოხდა: 7 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ, საერთო სტუდენტური საცხოვრებლის აშენების მოთხოვნით, თსუ-ს პირველი კორპუსიდან განათლების სამინისტრომდე, მსვლელობა გამართა.
რა მოთხოვნები აქვთ სტუდენტებს: მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრი, ტატო ჩანგელია On.ge-ის უყვება, რომ თსუ-ს ბაგების საცხოვრებელში შექმნილი პირობებიდან გამომდინარე, ცხოვრება რთულია. ამიტომ, მაისის სტუდენტური მოძრაობა ითხოვს, ღირსეული საერთო სტუდენტური საცხოვრებელი აშენდეს.
- "გვინდა საცხოვრებელი ბიბლიოთეკით, კინოთეატრით, სპორტული დარბაზით და სივრცეებით, სადაც სტუდენტები გადაიკვეთებიან. ჩვენ გვინდა ღირსეული პირობები, რომელიც თსუ-ს ამჟამინდელ სტუდენტურ საცხოვრებელში არ არის".
ჩანგელიას თქმით, ორი წელია, რაც საერთო სტუდენტური საცხოვრებლისთვის იბრძვიან, ეს მარში კი, ბრძოლის ნაწილი და გაგრძელებაა:
სტუდენტები აპროტესტებენ იმასაც, რომ საქართველოში, მათთვის, მუშაობა და სწავლა შეუთავსებელია, რადგან უმეტეს შემთხვევაში, სამუშაო გრაფიკი არის დიდი, ხოლო ანაზღაურება — მიზერული.
ევროსტუდენტის კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში დასაქმებული სტუდენტები, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სწავლისთვის ყველაზე ნაკლებ დროს გამოყოფენ და მეტს მუშაობენ. ისინი, საშუალოდ, კვირაში 27 საათს გამოყოფენ სწავლისთვის და კვირაში 28 საათს — მუშაობისთვის. სტუდენტების 35 %-ს კი, ძალიან სერიოზული ფინანსური გამოწვევები გააჩნია და მნიშვნელოვნად მოწყვლადია სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.
რედაქციისგან: უმუშევრობა ახალგაზრდებში, სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა და მარტის აქციების კონტექსტი
სტუდენტური მოძრაობის წევრებმა, მათ მხარდასაჭერად მოსულ ადამიანებს სიტყვით მიმართეს. სტუდენტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საერთო სტუდენტური საცხოვრებელი და რა პრობლემებს უქმნით მათ, საქართველოში არსებული საბინაო პოლიტიკა.
მარშზე, სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ მარიამ კაკიაშვილი, მარინა ხატიაშვილი და ელგუჯა ბალახაძე. 2024 წლის იანვარში, როდესაც აღსრულების პოლიცია მათ უკანასკნელი საცხოვრისიდან ასახლებდა, სტუდენტები მათ გასახლებას აქტიურად აპროტესტებდნენ.
სტუდენტური საცხოვრებლის მოთხოვნით, სიტყვით გამოვიდა სიმონ მიქაცაძე, მაღაროელი ჭიათურიდან.
- "სტუდენტმა საქართველოში უნდა იცხოვროს ღირსეულად, და ეს გულისხმობს ღირსეულ საცხოვრებელსაც. სტუდენტს უნდა მიეცეს ყველანაირი პირობა, რომ შეძლოს სწავლა.
მე კურიერად ვმუშაობ, ხშირად მიწევს ღამის ორ საათზე, ჩაძინებული ახალგაზრდების ნახვა. ეს გადამწვარი ახალგაზრდა, რომელმაც უნდა ისწავლოს, მიდის უნივერსიტეტში დაღლილი და განადგურებული. საზოგადოებას მოვუწოდებ, მხარდაჭერა გამოუცხადონ ახალგაზრდებს,
სტუდენტების საჭიროებებზე ისაუბრა კაკო ჩიქობავამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმაც.
"დილით, ცხრა და ათ საათზე, როცა სტუდენტები ჩემთან ლექციაზე მოდიან, სძინავს ნახევარზე მეტს, რადგან წინა დღის ნამუშევრები არიან. რა და როგორ უნდა ისწავლოს სტუდენტმა ამ დროს?! სტუდენტებს საცხოვრებელი სჭირდებათ. მთავარი მოთხოვნა — საცხოვრებელი სტუდენტებს, მალე უნდა შესრულდეს. არა სამ და ოთხ წელიწადში, არამედ საცხოვრებლის გასაღები უნდა ჩაიბარონ მათ, ვინც ახლა სწავლობს", — თქვა მან სიტყვით მიმართვისას.
თსუ-ს ეზოდან, სტუდენტებმა და მათ მხარდასაჭერად შეკრებილებმა, თსუ-დან განათლების სამინისტროსკენ გადაინაცვლეს. მსვლელობისას სტუდენტები მოთხოვნებს აცხადებდნენ, ისმოდა შეძახილები: საცხოვრებელი სტუდენტებს, საცხოვრებელი ხალხს; ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს.
განათლების სამინისტროსთან მისვლის შემდეგ კი ისაუბრეს იმაზე, თუ როგორია სტუდენტური საცხოვრებელი ევროპულ ქვეყნებში.
- "ისეთი ქვეყნების მაგალითზე, როგორიც არის ირლანდია და შვედეთი, სოციალური საცხოვრისი შეადგენს ბინების 35%-ს, ეს ძალიან დიდი რიცხვია. ჩვენც, იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებმაც გამოაღწიეს იმ ბუნდოვანი პერიოდიდან, როდესაც გაურკვეველი იყო ადამიანს რისი უფლება ჰქონდა და რისი არა, ვითხოვთ იმას, რაც ჩვენი უფლებაა — ღირსეულ საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს", — განაცხადა მოძრაობა მაისის ერთ-ერთმა წევრმა.
დასასრულს, მაისის სტუდენტურმა მოძრაობა აღნიშნა, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და უახლოეს მომავალში, კონკრეტულ ნაბიჯებზეც ისაუბრებენ.
სტუდენტური საცხოვრისები — რა ვიცით ამ პრობლემის შესახებ: სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) 2023 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდები, საცხოვრისზე წვდომის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფია.
- ამ პრობლემას ქვეყნები განსხვავებულად უმკლავდებიან, თუმცა, საქართველოში ღირსეული სტუდენტური საცხოვრისით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტული.
SJC წერს, რომ ინფლაციამ, რუსეთიდან და ბელარუსიდან დიდი რაოდენობით ვიზიტორების შემოდინებამ, საქართველოს მოსახლეობას საცხოვრისზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა, განსაკუთრებით კი სტუდენტებისთვის, რომელთა შემოსავალიც ბინის ღირებულებას ვერ ფარავს.
ბინის დაქირავების ალტერნატივად სტუდენტური საცხოვრებელი რჩება, რომელიც ამჟამად მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ლისისა და ბაგების ტერიტორიაზე.
SJC-ის მიხედვით,
- საცხოვრებლებს არასაკმარისი ადგილების პრობლემა აქვს და ის სტუდენტებს ღირსეულ პირობებს ვერ უქმნის.
- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ბაგებში არსებული შენობა ფართომასშტაბიან სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რაც ახალი შენობის მშენებლობაზე ძვირიც კი ჯდება.
გარდა ამისა, ბაგებში სტუდენტებისთვის 396 ადგილია, ხოლო ლისზე — 320. ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა იმის ფონზე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 22 000-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს, რომელთაგან 10 000-მდე საქართველოს რეგიონებიდანაა.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
კომენტარები