აფხაზეთში, ყოველდღიურად, ელექტროენერგია 6 საათით ითიშება
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
ენგურჰესის მნიშვნელოვანი დაზიანებისა და რუსეთის მიერ არასაკმარისი ელექტროენერგიის მიწოდების გამო, აფხაზეთში, ყოველდღიურად, 6 საათით ელექტროენერგია ითიშება.
ენგურის ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს აფხაზეთისა და საქართველოს საზღვრის გასწვრივ, სოხუმი და თბილისი გამომუშავებულ ელექტროენერგიას იზიარებენ.
აფხაზეთის ხელისუფლებამ, კვირას, 7 აპრილს, დღიური გამორთვის საათების რაოდენობა ოთხიდან ექვს საათამდე გაზარდა, მას შემდეგ, რაც მათ ენგურჰესის მუშაობა 15 აპრილამდე შეაჩერეს. მიზეზი მისი სადერივაციო გვირაბის ნაწილის დაზიანება გახდა, ბეტონის ნამსხვრევები ტურბინის განყოფილებაში ჩავარდა.
აფხაზეთში, ამიერიდან, დღეში სამჯერ, 2 საათით გაითიშება ელექტროენერგიის მიწოდება.
ენგურჰესი არის აფხაზეთისთვის შიდა წარმოებული ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო, რადგან რეგიონი, დიდწილად, დამოკიდებულია რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე.
ჰიდროელექტროსადგურზე წყლის დონე გადამწყვეტი ფაქტორია აფხაზეთის ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობისთვის.
ოქტომბრიდან აპრილამდე მდინარის დაბალი დინებაა, რის გამოც, წყალსაცავი ვერ ახერხებს საკმარისად მოამარაგოს რეგიონი ელექტროენერგიით. 2016 წლიდან აფხაზეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე წლის ამ პერიოდის დასაფარად, მაგრამ წლიური შესყიდვები იშვიათად ფარავს რეგიონის ენერგომოთხოვნას.
2023 წელს აფხაზეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ ჩერნომორენერგომ რუსეთიდან 40 მილიონი რუბლის (400 000 აშშ დოლარი) ღირებულების ენერგია შეიძინა, თუმცა ამანაც ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რის გამოც შემოდგომის ბოლოს, ზამთარში და გაზაფხულის პირველ თვეებში, აფხაზეთში ელექტროენერგია 4-6 საათით ითიშება.
თუმცა, ჩერნომორენერგოში აცხადებენ, რომ სადერივაციო გვირაბზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დენის შეწყვეტა, შესაძლოა, მთლიანად გაუქმდეს, წყალსაცავში წყლის დონის მიხედვით.
8 აპრილს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ აფსნიპრესს განუცხადა, რომ კერძო ქართული კომპანია აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მოგვიანებით რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, რომელ კომპანიას გულისხმობდა მებონია.
წყლის დონის სეზონურ ცვალებადობასთან ერთად, ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზი კრიპტოვალუტის მაინინგით გამოწვეული მაღალი მოთხოვნაც არის.
კრიპტოვალუტების უკანონო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი აფხაზეთში რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს ამოღებული კრიპტოვალუტის მაინინგ მოწყობილობების რაოდენობის შესახებ. 2023 წლის დასაწყისიდან ამოღებულია, დაახლოებით, 3500 კრიპტოვალუტის მაინინგ მოწყობილობა.
ასევე, შემცირდა ელექტროენერგიის გადახდები, მას შემდეგ, რაც 2024 წლის დასაწყისში ენერგიის ფასები გაიზარდა, 1,40 რუბლამდე, (0,02 აშშ დოლარი) კილოვატ საათში.
"ზამთარში მე ვიხდიდი 1500 რუბლს (16$) თვეში, ჩემი რუსული პენსიით 10000 რუბლით (110$)", თქვა სოხუმის 80 წლის მცხოვრებმა. "ახლა ვფიქრობ, მთლიანად შევწყვიტო გადახდა."
"მე ყოველთვის ვიხდიდი ელექტროენერგიის გადასახადს, თუნდაც ყველაზე რთულ დროს. მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებ, როგორ შოულობს ზოგიერთი ადამიანი ფულს მაინინგიდან და არ იხდის მილიონებს, ვფიქრობ, რომ საკმარისი იყო ჩემგან ფულის გაცემა, მეც მათსავით გამოვიყენებ ელექტროენერგიას უფასოდ".
გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნომორენერგომ 2023 წელს დაამონტაჟა სულ 22,500 მრიცხველი, ნაწილობრივ, გადახდის დაბალი ტარიფების წინააღმდეგ საბრძოლველად და გეგმავს ამავე რაოდენობის დამონტაჟებას 2024 წელს.
აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 2023 წლამდე ამბობდა, რომ ენგურჰესის დიფერენციალური სადგურები პრივატიზებული უნდა იქნას, რადგან "სახელმწიფო ცუდი მეპატრონეა".
მაგრამ ეს საკითხი საკამათო და არაპოპულარულია ბევრისთვის, ვარაუდობენ, რომ ეს გამოიწვევს ფასების შემდგომ ზრდას, ასევე, გაჩნდება პოტენციური შანსი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა საერთაშორისო პოლიტიკური მოლაპარაკებებში გამოიყენონ.
2023 წლის ბოლოს, აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო კანონი სტრატეგიული ობიექტების შესახებ, რომლის მიხედვითაც, დიდი გენერატორის ობიექტების პრივატიზება შეუძლებელია, მაგრამ გრძელვადიანი იჯარა არ არის აკრძალული.
არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო ენგურჰესების კასკადის დიფერენციალური სადგურების იჯარის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელშიც ფიგურირებს სოხუმის ჰესის მოქმედი მოიჯარე და ჩერნომორენერგოს ყოფილი დირექტორი რეზო ზანთარია.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები