93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები — ვოლვო ქარ კავკასია 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
ვოლვო ქარ კავკასია, რომელიც ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით პრემიუმ კლასის შვედური ავტომობილების ექსკლუზიური დილერია, 2024 წელს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2024-ში გაყიდვების მაჩვენებელი 93%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ყველა ბაზარზე, თუმცა გაყიდვების მიმართულებით წამყვანი მაინც საქართველოა და მასზე გაყიდული ავტომობილების 50% მოდის, მაღალი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანშიც და საერთო გაყიდვების მაჩვენებელში 40%-იანი წილი დაიკავა, 10%-იანი წილი კი სომხეთს ეკუთვნის.
გაყიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირა Volvo Cars-მა გლობალურ ბაზარზეც. მარტის თვეში ბრენდმა 78,970 მანქანა გაყიდა, რაც 25 %-ით აღემატება გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების ყველა დროის ყველაზე მაღალი შედეგია.
გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი: "ზრდის განმაპირობებელი რამდენიმე ფაქტორი იყო. მათ შორის უპირველესია ის, რომ VOLVO-ს პოპულარობა იზრდება როგორც საქართველოში, ისე რეგიონის ქვეყნებში. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ახალი შოურუმისა და სერვისცენტრის გახსნა, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან ემსახურება მომხმარებელს. ჯამური გაყიდვების მაჩვენებლებზე საგრძნობლად იმოქმედა აზერბაიჯანის ბაზარზე დაფიქსირებულმა ზრდამ, რომელიც პირველად მიუახლოვდა საქართველოს გაყიდვებს. ერთ-ერთი ფაქტორი Volvo-ს სამოდელო რიგის მრავალფეროვნებაა, მოთხოვნა გაზრდილია პრემიუმ კლასის როგორც ე.წ. Mild hybrid, ისე „Plug-in hybrid“ მოდელებზე, აქტიურია Volvo-ს სრულად ელექტრიფიცირებული მოდელებიც."
რაც შეეხება გაყიდვების ლიდერ მოდელებს, 2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე გაყიდვადი XC90 და XC60 იყო, შემდეგი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი კი ბიზნესკლასის სედანი S90-ია. წინა წელთან შედარებით, XC60-ის გაყიდვები 129%-ით არის გაზრდილი, ხოლო XC90-ის 37%-ით.
დამუხტვად ჰიბრიდებს მთლიანი გაყიდვების 27%-იანი წილი უჭირავს, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდაა. 2024 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების წილი 8%-მდეა გაზრდილი, თუმცა „ვოლვო ქარ კავკასიაში“ მოლოდინი აქვთ, რომ 2024 წლის განმავლობაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან ბაზარზე ბრენდის სრულად ელექტრული EX30 გამოჩნდება. შვედური ბრენდის სრულიად ახალი ელექტრომობილი ქართულ ბაზარზე ზაფხულის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთები ვოლვო ქარ საქართველოს მიღებული აქვს. EX30 ბაზარზე პრემიუმ ხარისხითა და კონკურენტული ფასით შემოდის.
გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი: "მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანში ახალი შოურუმი გაიხსნება და საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია განხორციელდება. ეს ფაქტი დადებითად იმოქმედებს ბრენდის პოპულარობაზე და გაყიდვების კიდევ უფრო მეტად ზრდას ველით. დიდ იმედებს ვამყარებთ EX30-ზე, Volvo-ს სრულად ელექტრიფიცირებულ მოდელზე, რომელიც ძალიან კონკურენტული ფასით შემოვა ბაზარზე. ასევე წლის ბოლოს ველოდებით VOLVO-ს ფლაგმანს, სრულად ელექტრულ EX90-ს, რომლის მიმართაც ინტერესი უკვე დიდია. ასევე ვმუშაობთ უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრების ათვისებაზე და, ჯამში, 2024 წლის 60%-65%-იანი ზრდით დახურვას ვგეგმავთ."
რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, Volvo Cars-ის ელექტრიფიცირებული მოდელების ხაზის გაყიდვები, სრულად ელექტრო ან plug-in ჰიბრიდული ძრავით, 24 %-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჯამში გაიყიდა 33,558 ელექტრო ავტომობილი, რაც საერთო გაყიდვების 42 პროცენტს შეადგენს გლობალურად.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია შვედური ბრენდის ვოლვოს ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები და ელექტრომობილები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად დაათვალიეროს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ კავკასია უზრუნველყოფს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები