არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაიწყოს გამოძიება ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების საქმეებზე
მოკლედ: ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეისწავლონ აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების საქმე.
- ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ.
დეტალები: განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლეს, ვალერი ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
თუმცა, საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.
- "უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე არათუ სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენს, არამედ სანქცირებულ მოსამართლეებს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება ამ უმძიმესი ბრალდებების აბსურდულობაში", — წერია განცხადებაში.
ამასთან, არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნების“ მიერ სანქცირებული პირების მხარდაჭერა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკომისიის ერთ-ერთი პირობის შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს მაღალი თანამდებობის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს .
- "ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ სანქცირებული მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მფარველობით და გამოძიებაზე უარის თქმით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, თავისი უმოქმედობით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
- მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება სანქცირებული პირების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე", — წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
ხელმომწერები არიან:
არასამთავრობო ორგანიზაცია წითელი ხიდი
ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
დემოკრატიის მცველები
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
მომხმარებელთა უფლებების ცენტრი (CRC)
არასამთავრობო ორგანიზაცია ფენიქსი 2009
საფარი
მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო”
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (sovlab)
საორსა
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
შავი ზღვის ეკო აკადემია (BSEA)
ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
პროფესიო - პიროვნული და პორფესიული განვითარების ცენტრი
საზოგადოებრივი მოძრაობა “სამოქალაქო თანხმობა”
კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
წამების მასხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთას (GCRT)
ბოლო ხაზი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების მიზეზად, შარშან, თქვა, რომ მოსამართლეებმა ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.
- განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსამართლეები "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო" სანქცირდებიან.
- გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ მოსამართლეების წევრებსაც და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები