ბილი აილიში ახალ ალბომს ეკომეგობრულ ფირფიტებზე გამოუშვებს
ამერიკელი პოპვარსკვლავი ბილი აილიში, რომელიც, ამავდროულად, გარემოს აქტიური დამცველიცაა, თავის ახალ, რიგით მესამე სტუდიურ ალბომს ეკომეგობრულ ფირფიტებზე ჩაწერილს გამოუშვებს. აილიშმა ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით Hit Me Hard And Soft, 8 აპრილს დააანონსა. მუსიკოსის თქმით, სინგლების ცალ-ცალკე გამოშვებას არ აპირებს — ალბომს ერთიანად მოვისმენთ 17 მაისს.
ციფრულ სტრიმინგ პლატფორმებზე განთავსებასთან ერთად, Hit Me Hard And Soft ვინილის ფორმატითაც გამოვა. თუმცა, ალბომი გამორჩეული იქნება იმით, რომ მისი მთლიანი შეფუთვა გადამუშავებული მასალისგან დამზადდება. ამასთან, გამოიყენებენ მცენარეული წარმოშობის მელანს და წყლის ბაზაზე დამზადებულ ლაქს. ვინილის ყუთი არც პლასტმასის ცელოფანში იქნება მოქცეული — ის 100%-ით გადამუშავებული და გადამუშავებადი მასალისგან დამზადდება.
ვინილები კი ციფრულ ეპოქაში პოპულარობას იბრუნებს. Statista-ის ცნობით, ზედიზედ მე-16 წელია, რაც აშშ-ში ფირფიტების გაყიდვები იზრდება — მხოლოდ გასულ წელს ამ ფორმატით 41 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. თუმცა, ფირფიტები პლასტმასისგან მზადდება, რის გამოც მისი გამოშვება უარყოფითად ზემოქმედებს გარემოზე. კილის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ვინილი, საშუალოდ, 135 გრამ პოლივინილქლორიდს (თერმოპლასტიკური სინთეზური პლასტმასა) შეიცავს, მისი დამზადებისას კი, გარემოში ნახევარ კილოგრამამდე ნახშირბადის დიოქსიდი გამოიყოფა. გაერთიანებულ სამეფოში, მაგალითად, მხოლოდ ვინილების დამზადების (და არა მათი შეფუთვის ან ტრანსპორტირების) შედეგად, 2 700 ტონამდე CO2 გამოიყო.
22 წლის ბილი აილიშმა კი წინათ თავისი კოლეგებიც გააკრიტიკა ვინილის ფორმატით ალბომის რამდენიმე ვარიანტის გამოშვების გამო. მართალია, Hit Me Hard And Soft-იც ვინილის რვა ვარიანტით გამოვა, მაგრამ ყველა მათგანს ერთი გარეკანი და სიმღერების ერთნაირი ჩამონათვალი ექნება. სტანდარტული ვარიანტი 100%-ით გადამუშავებული მასალისგან დამზადდება, დანარჩენები კი — ეკომიქსით ან ბიოვინილით. ეკომიქსი სხვა ალბომების დამზადებისგან მორჩენილი მასალის გადამუშავებით იქმნება, ბიოვინილი კი პოლივინილქლორიდის საწარმოებლად ნავთობის ნაცვლად საკვების გადამუშავებულ ზეთს გამოიყენებს. ეს უკანასკნელი ნახშირბადის ემისიებს 90%-ით ამცირებს.
ამ ყველაფერთან ერთად, ბილი აილიშის ტურნესთვის სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთი ("მერჩენდაიზი") ასევე გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადდება.
"ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას სადმე ან ვინმეზე გავლენა აქვს — ცუდი ან კარგი. ამაზე სულ მეფიქრება ხოლმე", — აღნიშნავს აილიში, — "ვერ უგულებელვყოფ იმას, რაც ვიცი და უმოქმედოდ ვერ გავაგრძელებ ჩემს კარიერას. ასე გამზარდეს და ასე მინდა, რომ ვიცხოვრო".
აღსანიშნავია, რომ ბილი აილიში, ისევე, როგორც მისი ძმა და სიმღერების თანაავტორი ფინეას ო'კონელი, ვეგანია. მუსიკოსმა Nike-თან ითანამშრომლა ვეგანური ფეხსაცმლის გამოსაშვებად, მოგვიანებით კი, ვეგანური პარფიუმერიის წარმოებაც დაიწყო. აილიში ასევე არ თანამშრომლობს ბრენდებთან, რომლებიც ბეწვს იყენებენ — 2021 წლის Met Gala-ზეც მან იმ პირობით მოირგო ოსკარ დე ლა რენტას კაბა, რომ მოდის სახლი ბეწვის გამოყენებაზე უარს იტყოდა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები