ელჩი: კანონპროექტზე დასავლელი პარტნიორები გეუბნებიან, რომ შეშფოთება აქვთ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, არის ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის?
მოკლედ: ამერიკის ელჩის თქმით, აშშ-მა როგორც საჯაროდ, ასევე, მთავრობასთან პირად საუბრებში გამოთქვა სერიოზული შეშფოთება წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.
- "ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და ასევე გვაწუხებს, რომ ის უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობაზე, აკეთონ თავიანთი საქმე, დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად", — თქვა რობინ დანიგანმა.
დეტალები: ამასთან, ელჩი ამბობს, რომ ეს შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს და საკუთარი კრიტიკული აზრი დააფიქსირეს ევროკავშირმა, ნატო-მ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, ასევე — გაერომ.
- დანიგანის თქმით, მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე.
როგორ ეხმარება საქართველოს აშშ: ამერიკის ელჩმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან სამუშაოზეც, რომელიც საქართველოში მათი დახმარებით ხორციელდება.
მისი თქმით, აშშ, პარტნიორობითა და მეგობრობით, მჭიდროდ მუშაობდა საქართველოს მთავრობებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა განეხორციელებინა ექვსი მილიარდი დოლარის დახმარება.
- "რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები რასაც აკეთებენ, რომ მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე შეაკავოს შემდგომი აგრესია“, — განაცხადა ელჩმა.
ასევე, დანიგანის თქმით, ამერიკის საშუალებით:
- აშენდა საავადმყოფოები, სკოლები;
- მომზადდნენ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები.
- ამერიკის დახმარებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით,შშმ პირების დასახმარებლად, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება.
- აშშ-ს დახმარებითვე, მცირე ფერმერებს და მცირე მეწარმეებს მიეცათ სესხები.
- ახალგაზრდებს — პროფესიული განათლება.
- გაიხსნა ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა.
- ათასობით ქართველს მიეცა აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა.
"თუ გექნებათ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ სერიოზული შეშფოთება აქვთ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის, ამაზე უნდა დასვათ კითხვა", — თქვა ელჩმა.
მისივე თქმით, ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი.
- "აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, — განაცხადა დანიგანმა.
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები