როგორ ვმართოთ ბიზნესის ხარჯები ეფექტიანად საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმებით
ბიზნესის წარმართვის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის სწორად განკარგვა და ხარჯების ეფექტიანი მართვა. კომპანიები უკვე ათწლეულებია, ამ სტრატეგიას მიჰყვებიან, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ხარჯების მართვის პროცესი არსებითად შეიცვალა. ტექნოლოგიების განვითარებამ პროცესი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი გახადა — თითქმის სრულად ჩანაცვლდა ქვითრები, მრავალგვერდიანი დოკუმენტები თუ დაბეჭდილი ინვოისები.
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, უკვე მრავალი წელია, ქმნის ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს ბიზნესების გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის. ამის მაგალითია ბიზნეს ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს მენეჯერი, ციფრული პლატფორმები, რომლებიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა საჭირო სერვისი ონლაინ მიიღოთ და ბიუჯეტის მართვის მოძველებული მეთოდები თანამედროვე და გამარტივებული ტექნიკებით ჩაანაცვლოთ.
ამჯერად მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს პლატფორმები თქვენი ბიზნესის სასარგებლოდ და როგორ უნდა მართოთ ბიზნესის ხარჯები უფრო ეფექტიანად:
აქციეთ გადახდები შაბლონებად
შეცდომების თავიდან ასარიდებლად და დროის დასაზოგად საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში მარტივად შეგიძლიათ შექმნათ გადახდების შაბლონები. ამით განმეორებითი ტრანზაქციების განხორციელების პროცესს მაქსიმალურად გაიმარტივებთ. გარდა იმისა, რომ კომუნალური თუ სხვა ნებისმიერი სახის გადასახადის პარამეტრის ხელით შევსება აღარ მოგიწევთ, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ავტომატური გადახდის რეჟიმი, რომლის დახმარებით სასურველ რიცხვში გადახდა ჩარევის გარეშე შესრულდება და დაგვიანების რისკის წინაშე აღარ დადგებით.
გაიაქტიურეთ ბიზნეს ნაკრები
საქართველოს ბანკის ბიზნეს ნაკრები პროდუქტია, რომელიც ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში უყრის თავს. თქვენზე მორგებული ნაკრების გააქტიურების შემდეგ, საკომისიოები და ხარჯები ნაკრების გამოწერის ღირებულებაში ერთიანდება, კომპანიის ფინანსების მართვა კი ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ან პირდაპირ მობილური აპლიკაციიდანაა შესაძლებელი, რაც დროის დაზოგვასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ.
ბიზნეს ნაკრები აერთიანებს საბანკო პროდუქტების და სერვისების ისეთ ხარჯებს, როგორებიცაა: მულტისავალუტო ანგარიშები, შეტყობინების სერვისი ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში, საკომისიოები ავტომატურ გადარიცხვებსა თუ გადახდებზე.
ასევე მოიცავს ტრანზაქციებს ციფრულ არხებში: კომუნალურების გადახდების საკომისიოები, ბანკომატიდან განაღდების საკომისიოები და სხვა თქვენი ბიზნესის შესაფერისი ბიზნეს ნაკრების (სასტარტო ნაკრები, ნაკრები S, ნაკრები M ან ნაკრები L) არჩევის შემდეგ, სწორედ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სერვისებითა და უპირატესობებით ისარგებლებთ.
გაანაწილეთ როლები გუნდის წევრებზე
ბიზნეს ინტერნეტბანკი გუნდის წევრებზე უფლებამოსილების და დავალებების განაწილების საშუალებას იძლევა. კომპანიის დირექტორს შეუძლია, მენეჯერს საჭირო ხელსაწყოები და უფლებები მისცეს; ფინანსისტსა და ბუღალტერს კი ისეთ მონაცემებთან მისცეს წვდომა, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება. ციფრული პლატფორმით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი ყველაფერზე დირექტორისგან ნებართვის მიღება. როლების გადანაწილება დროის დაზოგვის და ბიუროკრატიული წნეხის შემსუბუქების საშუალებას იძლევა, რაც სწრაფად ცვალებად სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
კომენტარები