სომხეთში, რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსი დეზერტირი გაიტაცეს
რუსი დეზერტირი, რომელიც სომხეთში თავშესაფარს ეძებდა, სავარაუდოდ, გიუმრიში რუსმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს.
სამშაბათს, 9 აპრილს, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა — ვანაძორმა, ადგილობრივმა უფლებადამცველმა ჯგუფმა, განაცხადა, რომ ანატოლი შჩეტინი გიუმრიში დისლოცირებულმა რუსმა სამხედრო პოლიციამ გაიტაცა.
ჯგუფის ინფორმაციით, რომ შჩეტინი რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. მათივე თქმით, აქვთ სანდო ინფორმაცია, რომ მას რუსეთში გადასაყვანად ამზადებდნენ.
უფლებადამცველების ცნობით, შჩეტინი რუსეთში სამხედრო ძალებისგან გაქცევის გამო იძებნება.
შჩეტინი მეორე რუსი მოქალაქეა, რომელიც რუსულმა სამხედრო პოლიციამ გიუმრიდან გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, დიმიტრი სეტრაკოვი, კიდევ ერთი რუსი, რომელიც გაქცეული იყო ჯარიდან, დეკემბერში გაიტაცეს და რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში გადაიყვანეს.
ვრცლად ამ თემაზე: რუსეთის სამხედრო პოლიციამ სომხეთში, სავარაუდოდ, რუსი დეზერტირი გაიტაცა
შჩეტინის ადვოკატმა ანი ჩატინიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დეზერტირი ორშაბათს გაიტაცეს. მისი თქმით, ის რუსეთიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა.
ჩატინიანის თქმით, შჩეტინის გატაცებით რუსეთმა სომხეთის კანონმდებლობა დაარღვია.
განცხადებაში ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეამ მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას, "დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები" შჩეტინის განთავისუფლებისა და რუსეთში მისი გადაყვანის აღკვეთის მიზნით, ასევე დასაჯონ მისი გამტაცებლები.
სამშაბათს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა OC Media-ს, რომ მათ მიიღეს განცხადება ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეიდან და მოქმედებდნენ "დადგენილი პროცედურების მიხედვით".
სეტრაკოვის გატაცებისა და რუსეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ არ იცოდა ამ გატაცების შესახებ.
სეტრაკოვის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თებერვალში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა France 24-ს განუცხადა, რომ სეტრაკოვის გატაცებამ ერევანი "ძლიერ შეაშფოთა".
"ჩვენც ვიძიებთ ამ საქმეს და თუ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ ამბობთ, ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს გარკვეულ შედეგებსაც, რადგან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევეგუებით უკანონო ქმედებებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე", — თქვა ფაშინიანმა.
რუსები და ბელორუსები სომხეთში რისკის ქვეშ არიან
შჩეტინის გატაცების ამბის გავრცელების შემდეგ, SOTAvision — საინფორმაციო გამოშვება, რომელიც აშუქებს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკურ დევნას, განაცხადა, რომ სომხეთში, სამშაბათს საღამოს, ორმა უცნობმა მამაკაცმა გიუმრიში კიდევ ერთი რუსი ემიგრანტი გააჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორმა პირმა თავი პროკურატურის თანამშრომლებად წარადგინა და რუსი მამაკაცის გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე გადაყვანა სცადა.
მას შემდეგ რაც მათთან მეზობელი მივიდა რუსეთის მოქალაქის დასახმარებლად და უთხრა, რომ სამხედრო ბაზის ნაცვლად შეეძლოთ ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში მისულიყვნენ, ორმა უცნობმა მამაკაცმა ტერიტორია დატოვა.
მამაკაცმა განუცხადა SOTAvision-ს, რომ მან გადაუღო ფოტოები იმ ორი კაციდან ერთ-ერთს, და აჩვენა ფოტოები სომეხ სამხედროს, რომელმაც, მისი თქმით, ფოტოზე რუსული ბაზიდან სნაიპერი ამოიცნო.
მარტის ბოლოს ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეამ — ვანაძორმა განაცხადა, რომ მათ მიიღეს შეტყობინებები რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც რუსეთიდან პოლიტიკური დევნის გამო გაიქცნენ, რომ მათ დასდევდნენ რუსულ სამხედრო სამოსში ჩაცმული პირები.
ბელორუსიის მოქალაქეები კი სომხეთში მინსკის სამიზნეები აღმოჩნდნენ. სულ მცირე ორი ბელორუსი, რომლებიც ჯარს გაექცნენ, საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ დააკავეს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ძებნილ სიაში ყოფნის გამო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები