შოლცი კობახიძეს: დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებთ
მოკლედ: გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას, რუსული კანონი გააკრიტიკა.
- როგორც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს უთხრა, იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ამ კანონის მიღებაზე უარს იტყვის.
ოლაფ შოლცის კრიტიკულ განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
- კობახიძე ბერლინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
დეტალები: "ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. კანონს აგენტების შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი, პრაქტიკულად, არ შეცვლილა, ის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.
- ამიტომ, ჩვენს საუბარში [კობახიძესთან], კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და ოპოზიციის და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის", — თქვა შოლცმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსული კანონის ქრონოლოგია:
2024 წლის 3 აპრილი
- ოცნებამ განაცხადა, რომ ისევ აპირებს იმავე რუსული კანონის კანონის მიღებას, რამაც მასშტაბური სახალხო წინააღმდეგობა გამოიწვია გასული წლის მარტში.
8 აპრილი
- პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, რუსული კანონი დარეგისტრირდა.
- პარლამენტში თქვეს, რომ კანონის განხილვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი 15 აპრილს დაიწყებს.
- ამას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის უკან.
- შესაბამისი ნებართვის მიუხედავად, პარლამენტში არ შეუშვეს დამოუკიდებელი მედიის ნაწილი.
- პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს.
- გავრცელდა 400-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება, მიმართვით — კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
- დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა ერთობლივად განვაცხადეთ, რომ ქართულ ოცნებას არ მივცემთ რუსული კანონის მიღების საშუალებას.
9 აპრილი
- თბილისში თავისუფლების მარში გაიმართა.
11 აპრილი
- ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, 17 მაისს გავა. საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 15 აპრილს არის დაგეგმილი, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენის სავარაუდო თარიღი კი 16 აპრილია.
15 აპრილს, საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქცია იგეგმება.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები