საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები — თიბისი კაპიტალმა ახალი პუბლიკაცია წარადგინა
თიბისი კაპიტალმა, ელექტროენერგიის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან ერთად, ელექტროენერგიის მოხმარების, გენერაციისა და ფასის ტენდენციები, ბაზრის სამომავლო განვითარება, ექსპორტის პოტენციალი და დარგში ინვესტირებამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები მიმოიხილა.
საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე, ბოლო 28 წლის განმავლობაში, 1996 წელს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნიდან, 2023 წელს ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშემწყობი ახალი მექანიზმის ამოქმედებით დასრულებული, არაერთი გარდამტეხი ცვლილება განხორციელდა.
2015-2023 წლის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ჯამურად 1,2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე 549 მგვტ-ით გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰიდროენერგიის მაქსიმალური პოტენციალის 47%, ქარის ენერგიის — 2%, მზის ენერგიის კი 0% აქვს ათვისებული.
ელექტროენერგიის მოხმარების გრძელვადიანი ტენდენცია მზარდია. 2023 წელს მოხმარება, ძირითადად, მსხვილი კონტრაქტორების ხარჯზე შემცირდა, რაც ეპიზოდურ მოვლენას წარმოადგენს.
სექტორებში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მეტალურგია მოიხმარს. 2023 წელს მეტალურგიის შემდეგ, ყველაზე მეტი ელექტროენერგია წარმოების სექტორმა, კრიპტოინდუსტრიამ, წყალმომარაგებამ და სატრანსპორტო ინდუსტრიამ მოიხმარეს. თუმცა მეტალურგიასა და კრიპტოინდუსტრიაში ელექტროენერგიის მოხმარებამ, 2022-2023 წლებში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იკლო. მეტალურგიის სექტორში კლება, რეგიონში გეოპოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებით და გლობალურად ფასების კლებით აიხსნება. კრიპტოინდუსტრიაში მოხმარების შემცირება კი, მსხვილი კომპანიების ქართული ბაზრიდან გასვლითაა გამოწვეული.
დღეისთვის, ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4,600 მეგავატს შეადგენს. 2017 წლიდან, გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის ტარიფებზე — PPA-ზე მორატორიუმის გამოცხადების შედეგად, დარგში ინვესტირება შენელდა. ახალი მხარდამჭერი მექანიზმი კი დარგის გააქტიურებას გამოიწვევს.
2023 წელს ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 74% ჰიდროსადგურებმა, 26% - თბოსადგურებმა, 4,6% კი ქარის სადგურებმა გამოიმუშავეს. 2015-2023 წლებში, ჰიდროგენერაცია 28%-ით, თბოგენერაცია კი 42%-ით გაიზარდა. ზრდებს შორის სხვაობა განახლებადი რესურსების დამატებით საჭიროებაზე მიანიშნებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსექტორი ნაკლებად ხდება იმპორტზე დამოკიდებული და გენერაციის მზარდი წილი გადის ექსპორტზე. 2023 წელს გენერაციის 10% გავიდა ექსპორტზე. იმპორტის წილმა მოხმარებაში კი 6% შეადგინა, რაც 2022 წელს 11% იყო.
ელექტროენერგიის ბაზრის მომავალს შემდეგი მოვლენები და ტენდენციები განსაზღვრავს: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და მდგრადი განვითარების მიზნები; ელექტროენერგეტიკული ბირჟა; ევროკავშირთან ინტეგრაცია; მსოფლიოში ელექტრონულ მოწყობილობებსა და ელექტროავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა; გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საჭიროება; კლიმატის ცვლილება და მდგრადი ენერგო პოლიტიკა; მზის პანელების ფასის შემცირება/ტექნოლოგიების განვითარება და ელექტროენერგიით თვითუზრუნველყოფა.
მაღალი ეკონომიკური აქტივობა ელექტროენერგიაზე მოთხოვნას ზრდის. პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5,1%-ით გაიზრდება. მოხმარების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია: შემოსავლების ზრდა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ოჯახის ზომის შემცირება, ურბანიზაცია; საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურება; ელექტრონული მოწყობილობების მზარდი მოხმარება.
2026 წლისთვის, ელექტროენერგიის გამომუშავება 16,3 ტვტ. საათს მიაღწევს, ძირითადად, ჰიდროენერგიის ხარჯზე.
რაც შეეხება ექსპორტის პოტენციალს — საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ენერგიის სტაბილური მიმოცვლის შესაძლებლობები აქვს, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. თურქეთის ბაზარზე მოსალოდნელია მოთხოვნის უფრო სწრაფად ზრდა, ვიდრე გამომუშავების, რაც იმპორტის დამატებით საჭიროებას შექმნის.
მომდევნო 3 წელიწადში, საქართველოში ელექტროენერგიის ჯამური საექსპორტო პოტენციალი 2,5 ტვტ. საათს გადააჭარბებს.
2029 წელს დაგეგმილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის გაშვება, რომელიც წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას და საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემების ერთმანეთთან დაკავშირებას ითვალისწინებს. 1,155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით ისარგებლონ. ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას. პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ივლისში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდება და გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის შეფასების რეპორტი მომზადდება.
"დარგში არსებული პოტენციალისა და ტენდენციების ჩვენი პარტნიორებისთვის გაზიარება, ძალიან დროული იყო რადგან იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული განახლებადი რესურსი. სწორედ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას ემსახურება ყველა ის ჰესი, რომლებიც ჩვენი მხარდაჭერით ოპერირებს. თიბისის დაფინანსებით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 42 ჰიდროელექტროსადგურია აშენებული ჯამური დადგმული სიმძლავრით 516 MW, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 11 კი მშენებლობის პროცესშია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქვეყნის ელექტროენერგიის 65% სწორედ ჩვენი პარტნიორი ჰიდრო ობიექტების მიერ იყო გამომუშავებული. 15 წელიწადზე მეტია ენერგეტიკის სექტორს ვაფინანსებთ და პირველი ფინანსური ინსტიტუტი ვართ ბაზარზე, ვინც ამ დარგის პარტნიორი გახდა", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
-
-
-
გადახედვაშსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
კომენტარები