ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი Teens in AI 2024 დასრულდა
წელს პირველად გლობალური ჰაკათონი Teens in AI 2024 საქართველოში ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებული გუნდის, Carrier Connection-ის, მენტორ-კოორდინატორი ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი, ნოდარ ლაგურაშვილი გახლდათ.
Teens in AI, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად ატარებს გლობალურ ტექათონებს, რომლებიც 12-18 წლის მოზარდებს შთააგონებს, გაერთიანდნენ და ერთობლივი მუშაობის შედეგად, AI-ისა და მონაცემთა მეცნიერების გამოყენებით, გადაჭრან რეალური პრობლემები. პროექტი მიზნად ისახავს ტექნოლოგიის გამოყენებას სამართლიანი სამყაროს შესაქმნელად, სადაც თითოეულ ინდივიდს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, ხელი შეუწყოს ინოვაციებს და წარმოქმნას პოზიტიური საზოგადოებრივი ცვლილებები.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული სხვაობის 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ STEM სფეროში პოზიციების მხოლოდ 29,2%-ს იკავებენ ქალები, მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი აღინიშნება AI-ის მიმართულებითაც, ეს ყოველივე კი ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ირგვლივ უთანასწორობის აღმოფხვრისა და გამოსწორების გადაუდებელ საჭიროებას.
"ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არსებული განსხვავებების აღმოფხვრა გადამწყვეტია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალი, რომელიც ასახავს ხმათა მრავალფეროვნებას და აღმოფხვრის არსებულ მიკერძოებებს. ჩვენი მიზანია, მოზარდებს ადრეული ასაკიდანვე შევძინოთ უნარ-ჩვევები, რომელთა საშუალებითაც გაეცნობიან ტექნოლოგიის პოტენციალს და გაიაზრებენ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას საზოგადოებისთვის. თანასწორობის მიღწევა ახლა უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით გოგოებისთვის", — ამბობს Teens in AI-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ელენა სინელი.
"საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სფეროს პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური პროგრესისა და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. მოზარდების ჩართვა მსგავს პროექტებში ხელს უწყობს ინოვაციების წახალისებას და ამზადებს მომავალ თაობას განვითარებადი სამუშაო ბაზრისთვის. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გადახედონ ადგილობრივ პრობლემებს, წვლილი შეიტანონ ინოვაციებში და შექმნან ტექნიკურად განათლებული სამუშაო ძალა, რომელიც შეესაბამება საქართველოს საზოგადოების საჭიროებებსა და ღირებულებებს", — ამბობს ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი და საქართველოში Teens in AI წარმომადგენელი ნანი არაბული.
პროექტის წარმატებით განხორციელებასა და ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები: სალომე ონიანი — ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის თანახელმძღვანელი და თამარ ბენდელიანი — ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის მენეჯერი.
Teens in AI 2024-ში მონაწილეობის მიღების სურვილი, საქართველოს მასშტაბით, 305-მა მოსწავლემ გამოთქვა. ჰაკათონის ფინალურ ეტაპზე 26 გუნდი და 46 მენტორი იღებდა მონაწილეობას.
პროექტის დასასრულს გამოვლინდა Teens in AI საქართველო 2024-ის 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდის ნამუშევრის შესახებ ვიდეო კი გაიგზავნა პროექტის საერთაშორისო ჟიურისთან, რომელიც გამარჯვებულის ვინაობას 25 აპრილს დაასახელებს.
გამარჯვებული გუნდის, Carrier Connection-ის, წევრებმა, შექმნეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი Nodo, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს, თავიანთ ინტერესებსა და უნარებზე დაყრდნობით, კარიერის დაგეგმვაში, სასურველი პროფესიის, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის შერჩევასა და ინფორმაციის მოძიებაში.
პროექტის პარტნიორმა, საქართველოს გაეროს ასოციაციამ, USAID-ის პროგრამის, "ერთიანობა მრავალფეროვნებაშიას" ფარგლებში, დააჯილდოვა ჟიურის რჩეული გუნდი AI-intelligentsia, რომელიც ქუთაისისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წევრებით იყო დაკომპლექტებული.
პროექტის ჟიურის წევრები იყვნენ:
- ნანა დიხამინჯია — ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
- გიორგი აბაშიშვილი — ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი;
- მურო თაკალანძე — საქართველოს გაეროს ასოციაციის განათლებისა და ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი;
- ზურაბ პერტაია — Edutech-ის დამფუძნებელი;
- თემურ ჩიჩუა — საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.
გლობალური ჰაკათონი Teens in AI 2024 საქართველოში წელს პირველად ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა და იგი სრულად მოხალისეობრივი გახლდათ. პროექტი მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს გაეროს ასოციაცია, USAID-ის პროგრამა "ერთიანობა მრავალფეროვნებაშიას" ფარგლებში; Edutech; საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია.
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
კომენტარები