საგაზაფხულო ბაზრობა 2024 თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით გაიმართება
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) ორგანიზებითა და თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, საგაზაფხულო ბაზრობა 2024, გაიმართება. ღონისძიებას 14 აპრილს სასტუმრო პარაგრაფი უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია, მათ შორის, საგაზაფხულო თემატიკის ნაკეთობები, ხელნაკეთი სამკაულები, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მხარდასაჭერად გადანაწილდება. წელს პროექტების მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობა იქნება.
თეგეტა ჰოლდინგისთვის საზოგადოებაზე ზრუნვა კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შესაბამისად, კომპანიისთვის პრიორიტეტულია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებშიც ადამიანები სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთიანდებიან და საზოგადოებრივ კეთილდღეობაში შეაქვთ წვლილი.
"თეგეტას კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიაში საზოგადოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგაზაფხულო ბაზრობა თავისი შინაარსით გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დიპლომატიური კორპუსმა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაში.
სახალხო დაფინანსების მობილიზება, რა მიზანსაც ეს ღონისძიება ემსახურება, ქველმოქმედებისა და სასიკეთო ცვლილებებისთვის ადამიანების გაერთიანების შესანიშნავი შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ თეგეტას თანამშრომლებიც ჩაერთვებიან ღონისძიებაში და თავიანთი თანამონაწილეობით გარკვეულ წვლილს შეიტანენ ამ საქველმოქმედო პროექტში", — აღნიშნავს თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
წელს საგაზაფხულო ბაზრობა ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწყობა. 1999 წლიდან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო ზამთრის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს მართავს, პროექტების შერჩევითა და მონიტორინგით კი სპეციალური საქველმოქმედო კომიტეტია დაკავებული.
"უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში ყოველთვის ჩართული იყო საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები. გასული წლის ზამთრის ბაზრობაზე დაახლოებით 200 000 ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამ თანხით ფინანსდება მიმდინარე სოციალური პროექტები", — ამბობს ნანა დვალი, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს დამფუძნებელი.
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1996 წელს დაარსდა და საქართველოში სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას უჭერს მხარს. ორგანიზაციის პროექტები, ძირითადად, ორიენტირებულია ჯანმრთელობასა და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ქალთა მხარდაჭერაზე, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტების მთავარი მიმართულებაა განათლება და სწავლება უკეთესი მომავლისთვის.
საგაზაფხულო ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს საინტერესო შეთავაზება ელოდებათ ტურიზმის, კულინარიის, ქართული ღვინისა და ყველის კომპანიებისგან, ბაზრობის მცირეწლოვან სტუმრებს კი სპეციალურად მათთვის შექმნილი საბავშვო გასართობი კუთხე უმასპინძლებს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს.
თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები