საუბრები რუსულ კანონზე დედაენის ბარში, 15 აპრილის საპროტესტო აქციის წინ
რა ხდება: ორშაბათს, 15 აპრილს, თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო 2 აქცია გაიმართება.
- პირველი აქცია, სახელწოდებით — არა რუსულ კანონს!, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დილის 10 საათზე დაიწყება, კანონპროექტის საკანონმდებლო მოსმენის პარალელურად.
- მეორე საპროტესტო აქცია კი საღამოს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.
ხელოვანები 15 აპრილის პროტესტზე: რა მიზეზების გამო არის ხვალინდელი პროტესტი თქვენთვის მნიშვნელოვანი? — ჰკითხა On.ge-მ დღეს დედაენის ბარში მისულ ხელოვანებს, რომლებიც საქართველოს ევროპული ორბიტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ, სახელწოდებით — კულტურის ხმა: კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
- ორგანიზატორებმა ეს ღონისძიება 14 აპრილს, ქართული ენის დღეს დაგეგმეს, რადგან "სწორედ ქართული ენა და კულტურაა ის, რისი შევიწროებითაც, მთელი ისტორიის განმავლობაში რუსული იმპერია ჩვენი ეროვნული იდენტობის წაშლას ცდილობდა", — აცხადებენ ისინი.
ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა On.ge-სთან მომღერალმა თამარ ჭოხონელიძემაც. "პირველ რიგში, დღეს ისეთი დღეა, რომ მადლობა უნდა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, იმ სტუდენტებს, მართლაც წამყვან ძალას, რომელმაც ფაქტობრივად, ჩვენი ბედი გადაწყვიტა 1978 წელს", — გვითხრა მან.
1978 წლის მოვლენებისას, საქართველომ სახალხო პროტესტით შეძლო, შენარჩუნებოდა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი აღუდგა წინ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელების სურვილს, საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილიყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
თამარ ჭოხონელიძე ამბობს, რომ იმ დროისათვის სკოლაში სწავლობდა, მაგრამ ახსოვს სიამაყის განცდა: "ფაქტობრივად, თავი დადეს და დღეს რომ ჩვენ ქართულად ვმეტყველებთ და ვაზროვნებთ, მათი დამსახურებაა. ამიტომაც ქედს ვიხრი მათ წინაშე", — თქვა მან და ხვალინდელი პროტესტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. "ხვალ, 15 აპრილს, აქციაზე უნდა გავიდეთ ყველა, იმიტომ, რომ ჩვენი ბედი წყდება. იცოდეთ, ჩვენი ერთიანობა მთავარ სათქმელს ეტყვის რუსეთს — მთავარ მტერს. უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ერთად ყოფნა და ერთად ბრძოლა შეგვიძლია."
დედაენის ბარში რუსული კანონის ირგვლივ ისაუბრეს არა მარტო ხელოვანებმა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმაც.
იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ (ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველები"), სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა იმის შესახებაც, თუ როგორ აისახება კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე და მთლიანობაში, ქართულ საზოგადოებაზე.
რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს რუსული კანონის შინაარსი 1937 წლის მოვლენებს ახსენებს, რადგან ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი "დასმენის" კომპონენტსაც მოიცავს.
ხელოვანებმა ასევე გამოთქვეს სურვილი, მეტად მოხდეს იმ ადამიანების სწორი ინფორმირება, ვისაც, სახელისუფლებო პროპაგანდის გავლენის გამო, ჯერ არ გაუაზრებია იმ საფრთხეების შესახებ, რასაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი რუსული კანონი ქართულ საზოგადოებას უქმნის.
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
კომენტარები