მამუკა მდინარაძე

15 Apr. 2024, 15:46

ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, ამის მტკიცებულება მაქვს. ჩვენ რომ ნაცების ტელევიზიებს ვეძახით და ასეც რომ არის, რამდენიმე დღის წინ მათ გავუგზავნე. ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაშია, რომელ ქართველობაში და რაში ზის? ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა ეს კაცი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიცნობს. ეს "კაცი", ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა. ამაზე ლაპარაკი აღარ არის. ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია, მე როგორც უმრავლესობის ლიდერს, ახლა ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელო.

ხალხო, ერთი იცოდეთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, რწმენა და ამის გამო ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ. თორემ მერე ასეთი არამზადები სარგებლობენ ამით და ვითომ კაცობენ. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა. მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, ეს უნდა დამთავრდეს და საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ, პრობლემა არა გვაქვს, მაგრამ ეს ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის მიპარვით ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ აგერ ვხედავთ ჩვენ მიმართ. ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წვერები? და ვინ ახლა, ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და აქ მართლა რუსული ინტერესების გამტარებლები არიან? შევაკვდებით პირველ რიგში ჩვენ, რომ იცოდეთ. მე პირადად შევაკვდები.

რაც შეეხება ინფორმაციას, რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მომწერა ასეთი მესიჯი. "იქნებ მამუკა მდინარაძეს მივაწვდინოთ ხმა. ერთი გოგოა, ის უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე. პარლამენტში ვინც არიან ჩვენები, არც არაფრის თავი არ აქვთ [ზრდილობიანად რომ ვთქვათ], უფრთხილდებიან, პირადი სიმპათიები აქვთ თუ რა ჯანდაბა სჭირთ ვერ გავიგეთ და მდინარაძე იქნებ ამან მაინც ცოტათი მიაბანძოს, ძალიან შეუბერაო. წესით, პროვოკაციებს იკადრებენ, უკადრებელს იკადრებენ ამ დღეებში და მინდა იცოდეს, გვიგებენ რეალურად და უარგუმენტოდ ვართ გარედან ტიპების იმედზეო".

ეს მესიჯი რამდენიმე ჟურნალისტს ჩავუგდე. მესიჯია ჩემი მეგობრის, რომელიც მიწერა მისი მეგობრის შვილმა, რომელიც შარშან აქციებზე იდგა და წელს ცოტა სხვა აზრზეა.

ანუ, ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, "გადახდილი პროვოკაცია", რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. ძალიან შეუბერა მამუკა მდინარაძემო. ანუ არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ ახლა, უკაცრავად ჟარგონისთვის და, "გავებანძებინე" ალეკო ელისაშვილს და მისნაირ წუმპიდან ამოვარდნილ ხალხს.

თუ ჩხუბი უნდა, მოვიდეს და პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს ან რაღაცა ქნას. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატების მიმართვა ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები,…