ოცნება რუსულ კანონს სავარაუდოდ, ხვალ პირველი მოსმენით დაუჭერს მხარს
რა ხდება: დღეს, 2024 წლის 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ქართული ოცნების მიერ წარდგენილ და მხარდაჭერილ რუსულ კანონს განიხილავს.
- ხვალ კი, 16 აპრილს, პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭერს მხარს პლენარულ სხდომაზე.
პროცედურულად: კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გასვლას წინ დღევანდელი საკომიტეტო განხილვა უძღვის.
- შემდეგი ეტაპი ბიურო სხდომა იქნება, რომელიც ხვალ, პლენარული სხდომის გამართვამდეა ჩანიშნული.
- ზოგადად, კანონპროექტის მისაღებად საჭიროა დეპუტატების სამი მოსმენით მხარდაჭერა პლენარულ სხდომაზე.
- რუსული კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით მხარდაჭერის თარიღად 17 მაისია განსაზღვრული.
- კანონი, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაეგზავნება.
- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს.
- თუმცა, ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, მას დასაძლევად საკმარისი მანდატი აქვს.
რა ხდება დღეს: კომიტეტის სხდომა ხმაურითა და ფიზიკური დაპირისპირებით მიმდინარეობს — მას შემდეგ, რაც პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და რუსული კანონის წარმდგენს, მამუკა მდინარაძეს დაარტყა, ალეკო ელისაშვილს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად, ჯგუფურად გაუსწორდა.
განხილვა პოლიტიკური ცენზურით: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მიკროფონი გაუთიშა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს, მხოლოდ იმის გამო, რომ საპარლამენტო განხილვისას მან გამოიყენა ფრაზა — რუსული კანონი.
საგულისხმოა, რომ ამავე მიზეზით — საკანონმდებლო ინიციატივის რუსულ კანონად სახელდების გამო, პარლამენტის პლენარული სხდომათა დარბაზი დაატოვებინა შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს 3 აპრილს.
- გარდა ამისა, ანრი ოხანაშვილმა დღის ბოლოს დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: ხაბეიშვილს, ვაშაძეს, მანჯგალაძესა და დეკანოიძეს.
პროტესტი პარლამენტის შენობის ირგვლივ: მოსახლეობის ნაწილი დილიდან აპროტესტებს რუსული კანონის საპარლამენტო განხილვებს. აქცია დაიწყო დილის 10:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკან.
- პროტესტი გაგრძელდება დღევე, საღამოს 7 საათზე პარლამენტის წინ.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები