ტოლერანტობის საბჭო

15 Apr. 2024, 19:34

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს განცხადება
სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გმობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ხელახლა ინიციირებას, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

წარმოდგენილი კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებს, საზოგადოებაში კულტურული და სოციალური პასუხისმგებლობის სრულფასოვან რეალიზაციას.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს მრავალწლიან მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მიზანს, რომლისკენაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მხურვალედ მიისწრაფვის. ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა არ არის მხოლოდ ეროვნული მისწრაფება, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება დამანგრეველი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის! ისევე როგორც შარშან, ახლაც, ანალოგიურად, ვაცხადებთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად! მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა!

1. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

2. წითელი ხიდი

3. სოლიდარობის მოძრაობა

4. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

5. საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული კავშირი

6. მშვიდობის ფონდი

7. საქართველოს უდიები

8. ღია საზღვრები

9. სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა

10. დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები

11. ასოციაცია უდი

12. სათემო კავშირი პანკისის კეთილდღეობისთვის

13. ალიქ მედია

ხელმოწერები გრძელდება


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი

მოკლედ: პარლამენტის მიერ, რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, მოქალაქეები კიდევ ერთი პარტიაა საპარლამენტო…